Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

იუსტიციის სამინისტრო

 
იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი ფორმირების საქმეში.

სამინისტროს უშუალო კომპეტენციაში შედის შემდეგი სფეროები: სახელმწიფოში მოქმედი ნორმატიული აქტების სტანდარტის დადგენა; კანონშემოქმედებითი საქმიანობა და საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია; სახელმწიფო რეესტრის ფორმირება; მიგრაციული და ემიგრაციული პროცესების რეგულირება; ნოტარიატი; საჯარო რეესტრი; სამოქალაქო რეესტრი; სახელმწიფო არქივი; სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.justice.gov.ge

 
გადაიტანე Facebook-ზე