|
დასახელება:
ტენდერი ბეჭდვის მომსახურებაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
|
თანდართული ფაილი:
714730_SOS_TENDER_9745256.zip
|
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, იწვევს იურიდიულ პირებს ინკლუზიური საბავშვო ბაღის გზამკვლევისა და მომსახურებების რუკის ბეჭდვის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.
მომსახურების მიზანი:
შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური საბავშვო ბაღის გზამკვლევისა და მომსახურებების რუკის მინიმალური დიზაინის შექმნა, ბეჭდვა და აკინძვა.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
** ინკლუზიური საბავშვო ბაღის გზამკვლევის (დაახლ. 60 გვ.) მინიმალური დიზაინის შექმნა, 200 ცალის ბეჭდვა და აკინძვა.
** მომსახურებების რუკის (დაახლ. 30 გვ.) მინიმალური დიზაინის შექმნა, 200 ცალის ბეჭდვა და აკინძვა.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
2. ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით. (იხ. დანართი).
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 26 აპრილი.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ბეჭდვის მომსახურება".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
|
|
|
|