Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714086&print=yes&view=jobs
 
სოციალური მუშაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანული ორგანიზაციის BildungsChancen gGmbH-ისა და ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მხარდაჭერით, პროექტის "VIBES for Youth II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

სოციალური მუშაკი

სამუშაო ადგილი: თბილისი (2 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: მაისი, 2026 - დეკემბერი, 2029

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის "VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთისა და ბელარუსის SOS ბავშვთა სოფლების ერთობლივი პარტნიორობით.

საქართველოს შემთხვევაში პროექტი განხორციელდება ორ რეგიონში - თბილისსა და ქვემო ქართლში (მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები), ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი ახალგაზრდების ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა.
სოციალური მუშაკი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის სამიზნე ახალგაზრდების მოძიება და მათი პროექტში ჩართვის კამპანიებში მონაწილეობა;
** მტკიცებულებაზე დაფუძნებული სატრენინგო პროგრამის - "NEXT ECONOMY" სრული კურსის გავლა (ტრენერთა ტრენინგი);
** ბენეფიციარების მხარდაჭერა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრამის "NEXT ECONOMY" გამოყენებით;
** შემთხვევების მართვა;
** ბენეფიციარი ახალგაზრდებისათვის რესურსების მოძიება და საჭირო რესურსებთან დაკავშირება;
** პროექტის სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია;
** სამიზნე ჯგუფებთან ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების ორგანიზება;
** პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინურ გუნდთან (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და დასაქმების კონსულტანტი) ერთად შემთხვევ (ებ)ის მართვა;
** მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა და დოკუმენტირება;
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა;
** უფლებამოსილების ფარგლებში, პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) სოციალურ მუშაობაში;
** ახალგაზრდებთან, მოწყვლად ბავშვებთან და ოჯახებთან, თემთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ბენეფიციარების ინტერესების, პოტენციალისა და საჭიროებების გამოვლენის, ასევე, მათთვის მხარდაჭერის გაწევის უნარი;
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი;
** სტრესულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციებში თვითკონტროლისა და პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამუშაოს ეფექტური ორგანიზების უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება და ჰყავს გამგეობა. ორგანიზაცია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ჩვენ ვეხმარებით და ვაძლიერებთ სხვადასხვა სირთულის წინაშე მყოფ ბავშვიან ოჯახებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ შვილებზე ზრუნვა. ჩვენ ვაწვდით მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ხარისხიან ალტერნატიულ ზრუნვას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://sos-childrensvillages.ge/ka ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:

** შინაარსობრივად მრავალმხრივ და საინტერესო სამუშაოს;
** მხარდამჭერ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და უწყვეტი განვითარების მუდმივ შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge, 2026 წლის 26 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "სოციალური მუშაკი - VIBES II".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია