Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712987&print=yes&view=jobs
 
ტენდერი - ინკლუზიური ბაღის გზამკვლევის ტრენინგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - ინკლუზიური ბაღის გზამკვლევის ტრენინგი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
თანდართული ფაილი: 712987_sos_childrens_village_4699195.zip
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს - ინკლუზიური ბაღის გზამკვლევის ტრენინგი.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ტრენინგების და follow up შეხვედრების ჩატარების მიზნით თემაზე: ინკლუზიური ბაღის გზამკვლევი.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.

მომსახურების მიზანი:

შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის ტრენინგის მიწოდება შემუშავებული სატრენინგო მოდულის და გზამკვლევის შესაბამისად 6 ჯგუფისთვის, ასევე, follow-up შეხვედრების ჩატარება.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** სატრენინგო მოდულის და გაიდლაინის გაცნობა/შესწავლა
** ტრენინგისთვის პრეზენტაციისა და პრე/პოსტ ტესტების შემუშავება
** ტრენინგის ჩატარება (4 სესია) 6 ჯგუფთან მაისის თვეში (ჯგუფში 18-20 მონაწილე);
** წლის მეორე ნახევარში 6 ჯგუფთან 2-2 follow-up შეხვედრის (სულ 12) ჩატარება (თითო 1.5 სთ), მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერისთვის;
** პროცესის მოკლე შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა ინგლისურ ენაზე, რომელიც მოიცავს პრე/პოსტ ტესტების შედეგებისა და მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზს.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური/იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი - იურიდიული პირის შემთხვევაში);
** განმცხადებლის კომპეტენციის ამსახველი CV;
** ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი უნდა იყოს სამუშაო დღეების რაოდენობა და თითო დღის ანაზღაურება, ასევე, მომსახურების ჯამური თანხა (იხ. დანართი).

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები:

** მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის მაისი, ოქტომბერი, დეკემბერი.
** წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 19 აპრილი.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტრენინგი - ინკლუზიური ბაღის გზამკვლევი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია