Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712921&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოს-აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოს-აუდიტორი
მომწოდებელი: იუსტიციის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სამუშაო პოზიციის დასახელება: შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოს-აუდიტორი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.

კატეგორია: აუდიტი
თანამდებობრივი სარგო: 7518 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორული შემოწმების განხორციელება;
** შიდა აუდიტის ობიექტების პროგრამული უზრუნველყოფის მიზნებისათვის, ბიზნეს პროცესებისა და ამოცანების ანალიზი;
** შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში, შიდა აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, მათი მართვის პროცესის ანალიზი, შეფასება, კონტროლის და მართვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
** შერჩეული შიდა აუდიტის ობიექტის შემოწმების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
** შიდა აუდიტის წლიური გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობაში ჩართულობა;
** შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებისა და მიდგომების "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტი;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა აუდიტორულ შემოწმებებში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
** დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
** "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი) ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერული მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ან ეკონომიკის დარგში;
** აუდიტის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ან/და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ან/და ინფორმაციული სისტემების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება (SQL / MySQL ან/და სხვა);
** IT რისკების შეფასების, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება;
** IT აუდიტის პრინციპების ცოდნა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია IT აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სერტიფიკატის ფლობა (ISO27001:2022LA, CISA, CISSP, COBIT, SOC 2);
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა (მაგ.: ISO27001:2022, ISO:20000:2018, ISO22301:2019, Cobit, Nist და სხვა);
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
** კრიტიკული აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვა.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

** კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ (ებ)ის, მუშაობის პერიოდ (ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ (ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ (ებ)ი;
** სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა სტაჟირება ანაზღაურებადი.
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
** კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა − 5).

რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის საიტზე − vacancy.hr.gov.ge 2026 წლის 27 აპრილის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია