|
დასახელება:
ტენდერი საბავშვო წიგნების ილუსტრირებაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
|
თანდართული ფაილი:
712807_Attachment_2724658.rar
|
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს - საბავშვო წიგნების ილუსტრირებაზე.
ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, პროექტის "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ილუსტრატორ/ებ/ის შერჩევის მიზნით, ორი საბავშვო ილუსტრირებული წიგნის ვიზუალური კონცეფციის შექმნისა და სრული ილუსტრირებისთვის.
1. პროექტის მიზანი
პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.
2. სამუშაოს აღწერა
აპლიკანტს შეუძლია განაცხადი შემოიტანოს როგორც მხოლოდ ერთი, ისე ორივე წიგნის ილუსტრირებაზე.
შესასრულებელი სამუშაო გულისხმობს:
** ერთი ან ორი საბავშვო წიგნის სრულ ილუსტრირებას
** თითოეული წიგნისთვის დაახლოებით 16-18 ილუსტრირებულ განშლას
** წიგნის ყდის ილუსტრაციას (front cover)
** საჭიროების შემთხვევაში უკანა ყდის ვიზუალური ელემენტების შექმნას.
ილუსტრაციები უნდა იყოს:
** ფერადი, დეტალური და ადაპტირებული საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების აღქმისთვის;
** დიდი ზომის, დეტალური და ფერადი, სადაც ტექსტს შედარებით მცირე ადგილი ექნება;
** თბილი, მეგობრული და ემოციურად პოზიტიური;
** მკაფიო პერსონაჟებით და ნათელი ფერებით;
** ვიზუალურად საინტერესო და დინამიკური.
საავტორო უფლებები:
ილუსტრაციების გამოყენების უფლება გადაეცემა დამკვეთ ორგანიზაციას წიგნის გამოცემის, ბეჭდვისა და გავრცელების მიზნით.
ილუსტრატორს უფლება ექნება გამოიყენოს ნამუშევრები საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოში.
3. სამუშაო პროცესის ეტაპები და სავარაუდო ვადები:
** ხელშეკრულების გაფორმება (23 აპრილამდე)
** პერსონაჟების დიზაინის კონცეფციის მომზადება (1 მაისამდე)
** თითოეული განშლის სკეჩების (შავ-თეთრი) წარმოდგენა დასამტკიცებლად (15 მაისამდე)
** ფინალური ფერადი ილუსტრაციების შექმნა (30 მაისამდე)
** საჭიროების შემთხვევაში მცირე რედაქტირების განხორციელება (8 ივნისამდე)
4. ტექნიკური მოთხოვნები:
ფინალური ილუსტრაციები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:
** მინიმუმ 300 DPI რეზოლუცია
** CMYK და RGB ბეჭდვისთვის
** ფაილების ფორმატი: PSD/AI/TIFF და PDF
** ილუსტრაციები უნდა იყოს წარმოდგენილი layered ფორმატში
** დიზაინი უნდა იყოს ადაპტირებული ბეჭდვისთვის (full bleed layout)
5. მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
** პორტფოლიო/შექმნილი ნამუშევრები (სასურველია საბავშვო ილუსტრაციების ნიმუშებით)
** ფინანსური წინადადება (თანდართული ფაილის მიხედვით), რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს და გადასახდელს.
** ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ, რომელიც მოიცავს გამოცდილების აღწერას, საკონტაქტო ინფორმაციას და განაცხადის განხილვის მოთხოვნას ერთი ან ორივე წიგნისთვის.
დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: contact@sos-kd.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19 აპრილი, 2026
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: საბავშვო წიგნების ილუსტრირება
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: გურანდა თეთრაძე, 551 222 370, Guranda.tetradze@sos-kd.ge
|
|
|
|