Робота для біженців з України
კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი) საქალაქო სასამართლოს უკან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1200 ლარი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება + კვება

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი;
** სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორული დავალიანების ანალიზი;
** კონტრაგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და ვადების კონტროლი;
** შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიური ან იურიდიული მიმართულებით);
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** მონიტორინგისა და კონტროლის უნარი;
** საჭიროების შემთხვევაში მივლინებებისთვის მზაობა.

რას გთავაზობთ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საწვავის ხარჯის ანაზღაურებას;
** კვებას;
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა".

ვაკანსიის ბმული

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე