Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705191&print=yes&view=jobs
 
ტენდერი იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 15 მარტი
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე.

იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით, ა (ა)იპ ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ღია და გამჭვირვალე ტენდერს და იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერის მიზანი

ტენდერის მიზანია იურისტის და/ან იურიდიული კომპანიის შერჩევა, რომელიც ორგანიზაციას გაუწევს სრულფასოვან, მაღალი სტანდარტის იურიდიულ მომსახურებას მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, კერძოდ, ბავშვთა უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის, მათი კეთილდღეობისა და დაცვის ხელშეწყობის მიმართულებით. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა როგორც პრევენციული სამართლებრივი მართვის მიმართულებით (სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაცია და მინიმიზაცია, შიდა ნორმატიული აქტების მომზადება და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა, მოქმედ კანონმდებლობასთან და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა), ისე დავების ეფექტიანი მართვის, ორგანიზაციის ინტერესების დაცვისა და სასამართლო და/ან ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის კუთხით.

შერჩეულმა იურისტმა/იურიდიულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის სამართლებრივი ინტერესების დაცვა, რისკების მართვა და ორგანიზაციული საქმიანობის შესაბამისობა მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებთან და/ან შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან.

მომსახურების მასშტაბი და მიმართულებები

შერჩეული იურისტი/იურიდიული კომპანია უზრუნველყოფს ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში იურიდიული მხარდაჭერის გაწევას, ორგანიზაციის მოთხოვნისა და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში:

შრომითი სამართალი

** შრომითი ხელშეკრულებების (და შესაბამისი დანართების) შემუშავება, გადახედვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** შრომით დავებთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაცია და მხარდაჭერა;
** შრომის კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, შინაგანაწესის და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებაში/განახლებაში მონაწილეობა;
** ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხების მართვაში მხარდაჭერა;
** თანამშრომელ (ებ)ის დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებში, სამართლებრივი კონსულტაცია და საჭიროებისამებრ, ჩართულობა.

სახელშეკრულებო და ადმინისტრაციული სამართალი

** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების და სხვა დოკუმენტების შემუშავება/რევიზია;
** საგრანტო ხელშეკრულებების მომზადებაში საჭიროებისამებრ, მონაწილეობა და სამართლებრივი ანალიზი;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში საჭიროებისამებრ, მონაწილეობა და/ან სამართლებრივი ექსპერტიზა;
** შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის საჭიროებისამებრ, მომზადება;
** ხელშეკრულებების რისკ-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული აქტების, საჩივრების და/ან ბრძანებების მომზადება და/ან სამართლებრივი შეფასება.

ა (ა)იპ-ის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა

** ა (ა)იპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ცოდნა და კონსულტაციის გაწევა;
** ორგანიზაციის წესდების მომზადება და/ან სამართლებრივი შეფასება;
** გრანტების განკარგვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საჭიროებისამებრ, კონსულტაციის გაწევა.

ადამიანის უფლებები, მათ შორის ბავშვის უფლებები

** ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი მხარდაჭერა და საჭიროებისამებრ, კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროებისამებრ, საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი და იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარდაჭერა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

** პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება/განახლება;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ, GDPR-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა პროცესში, სამართლებრივი მხარდაჭერის გაწევა, მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრინციპების დაცვით.

შრომის უსაფრთხოება

** შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში სამართლებრივი მხარდაჭერა;
** შიდა პოლიტიკისა დოკუმენტებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა/რევიზია, შრომის უსაფრთხოების რეგულაციებთან შესაბამისობით.

საერთაშორისო ხელშეკრულებები

** საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შემუშავება, გადახედვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** საჭიროებისამებრ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის SOS Children`s Villages International-თან თანამშრომლობის სამართლებრივი მხარდაჭერა.

სასამართლო წარმომადგენლობა და დავების გადაწყვეტა

** საჭიროებისამებრ, ორგანიზაციის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
** სასამართლო/პროცესუალური დოკუმენტაციის მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოებაში და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (მედიაცია და სხვ.) გამოყენების განსაზღვრაში, საჭიროებისამებრ, სამართლებრივი მხარდაჭერა.

კანდიდატის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი (ფიზიკური პირი და/ან იურიდიული კომპანია) უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
** მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
** არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებთან მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** შრომით და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკული გამოცდილება;
** სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
** საერთაშორისო ხელშეკრულებების პრაქტიკული ანალიზის გამოცდილება;
** მაღალი ეთიკური სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვის უნარი.

დამატებით სასურველი კვალიფიკაცია

** ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი პრაქტიკის ცოდნა;
** საერთაშორისო დონორებთან/პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, მათ შორის იურიდიული ტერმინოლოგიით.

მომსახურების მიწოდების ფორმატი

** წერილობითი იურიდიული დასკვნები/მემორანდუმები;
** ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების სამართლებრივი რევიზია;
** საჭიროების შემთხვევაში ადგილზე კონსულტაცია/შეხვედრა;
** გადაუდებელ საკითხებზე ოპერატიული რეაგირება, შეთანხმებული კომუნიკაციის ფორმატით.

წარსადგენი დოკუმენტაცია

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

** CV (რეზიუმე) და/ან კომპანიის გამოცდილების ამსახველი დეტალური ინფორმაცია/პორტფოლიო;
** სამოტივაციო წერილი;
** მინიმუმ 2 რეკომენდაცია (საკონტაქტო პირის/ორგანიზაციის მითითებით);
** ფინანსური შეთავაზება (ფიქსირებული/საათობრივი/რეტეინერი) და მომსახურების პირობების მოკლე აღწერა;
** იურიდიული პირის შემთხვევაში, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სატენდერო წინადადების (განაცხადის) წარდგენის წესი და ვადა

დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითოთ: "იურიდიული მომსახურება".

სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 მარტი.

ორგანიზაციის უფლებები

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას:

** მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია;
** ჩაატაროს გასაუბრება/შერჩევის დამატებითი ეტაპი;
** არ შეარჩიოს არცერთი კანდიდატი და შეწყვიტოს ტენდერის მიზეზის დასახელების გარეშე.

ა (ა)იპ ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. იგი 1989 წლიდან აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში.

შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის მხარდამჭერი, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარება-მიწოდებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სამიზნე ჯგუფების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია