|
დასახელება:
გერმანულენოვანი კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Evolvexe
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვან კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის სპეციალისტი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. სპეციალისტი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით გერმანულს უმაღლეს დონეზე. სამუშაო შესრულდება თბილისიდან.
პასუხისმგებლობები:
** მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.
მოთხოვნები:
** გერმანული ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს.
** დაზღვევას.
** ანაზღაურებად შვებულებას.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 3000 ლარი გროს ხელფასს თვეში + ბონუსი (სრული განაკვეთი).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე:
https://hel-ai.com/apply/1gA078te
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|