|
დასახელება:
ბიზნეს ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 08 მარტი
|
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას
1. პოზიციის დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
2. სამუშაოს მიზანი: ბიზნეს ანალიტიკოსი უზრუნველყოფს ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირებას, ანალიზს და მათ გარდაქმნას მკაფიო, სტრუქტურირებულ მოთხოვნებად, რომლებიც გასაგებია ტექნიკური და ბიზნეს გუნდებისთვის. მისი მთავარი მიზანია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და IT გადაწყვეტილებების მაქსიმალური შესაბამისობა ბიზნეს მიზნებთან.
3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:
** ბიზნესის მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება.
** დაინტერესებულ მხარეებთან (Stakeholders) კომუნიკაცია და საჭიროებების დაზუსტება.
** ბიზნეს პროცესების მოდელირება (AS-IS / TO-BE).
** ფუნქციური და არაფუნქციური მოთხოვნების ჩამოყალიბება.
** ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა მოთხოვნების განმარტებაში.
** User Story-ების, Use Case-ების, BRD/FRD დოკუმენტების მომზადება.
** UML / BPMN დიაგრამების შექმნა.
** ცვლილებების მართვა (Change Management).
** მიღებული გადაწყვეტილებების ვალიდაცია და ტესტირების მხარდაჭერა.
** რისკების და ზეგავლენის ანალიზი.
4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება.
** ბიზნეს ანალიტიკის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** მოთხოვნების ანალიზისა და დოკუმენტირების გამოცდილება.
** BPMN, UML, Use Case, User Story ცოდნა.
** ITIL 4-ის ფართოდ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკების საბაზისო ცოდნა.
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
** JIRA, Visio, Draw.io ან მსგავს ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
** Agile / Scrum მეთოდოლოგიების ცოდნა.
** SQL / მონაცემთა ანალიზის საბაზისო ცოდნა.
** ტესტირების ციკლის მეთოდოლოგიებისა და პროცესების ცოდნა (Test Plan, Test Cases, UAT მხარდაჭერა).
** API დოკუმენტაციისა და ტესტირების ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნა: Swagger/OpenAPI, Postman.
** IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება და ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ ენაზე გადმოტანის უნარი.
** გუნდის კოორდინაციის, დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე.
5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 08 მარტის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.
შეტყობინება:
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.
სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63 .
|
|
|
|