Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=703427&print=yes&view=jobs
 
ტენდერი სარეკლამო რგოლის მომზადების შესყიდვის მიზნით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სარეკლამო რგოლის მომზადების შესყიდვის მიზნით
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
თანდართული ფაილი: 703427_danarti_2599187.zip
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს სარეკლამო რგოლის მომზადების შესყიდვის მიზნით.

** 10 ვიდეორგოლის მომზადება (ვიდეო რგოლების შესახებ დეტალური ინფორმაციის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან (დანართი N1).

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს და ფიზიკურ პირებს ვიდეო რგოლების მოსამზადებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს ვიდეო რგოლების შესახებ დეტალური ინფორმაციის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან (დანართი N1). შესასყიდი მომსახურების ქრონომეტრაჟი შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მაქსიმუმ 10 დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში (შენიშვნა: ერთეულის ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ).

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ: contact@sos-kd.ge ელ.ფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ " IF4C - სარეკლამო რგოლები".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 13 მარტი, 18:00 საათი.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს ელ. ფოსტაზე: gvantsa.sagharadze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 555147714
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია