Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701917&print=yes&view=jobs
 
ძირითადი აღმზრდელი - ამბროლაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძირითადი აღმზრდელი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას მცირე საოჯახო სახლის ძირითადი აღმზრდელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ამბროლაური

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** გაუძღვეს მის პასუხისმგებლობაში არსებული ოჯახის (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) მეურნეობას;
** უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით;
** შეასრულოს საჭირო საოჯახო-სამეურნეო სამუშაო;
** ასწავლოს ბავშვებს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი ცხოვრებაზე და ეტაპობრივად მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
** უზრუნველყოს მასზე მინდობილი ბავშვების აღზრდა-განათლება და მათი კეთილდღეობა;
** მჭიდრო კავშირები დაამყაროს ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრებთან, თემთან და მონაწილეობა მიიღოს თემის ცხოვრებაში;
** შეცვალოს ჩამნაცვლებელი აღმზრდელი (ბიძა/დეიდა) მათი შვებულებისა და/ან საგანგებო სიტუაციების დროს.
** იზრუნოს მაქსიმუმ 8 სხვადასხვა ასაკისა და სქესის ბავშვზე, მიუხედავად მათი სქესისა, ეთნიკურობისა (ეროვნებისა), რელიგიისა, პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დამატებითი სამუშაო პირობები: ცვლაში მორიგეობა, ძირითადი სამუშაო ორშაბათი-პარასკევი, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია