|
დასახელება:
ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვისთვის
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში იწვევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
"SOS Children`s Villages Inetrnational" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და SOS ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
მომსახურების მიზანია:
პროექტის ფარგლებში დასაქმებული სპეციალისტებისა და პროექტის ახალგაზრდების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ა) ქ. გორიდან ქ. თბილისის მიმართულებით (ორმხრივი მგზავრობა) ბ) ქ. თელავიდან ქ. თბილისის მიმართულებით (ორმხრივი მგზავრობა) გ) ქ.თბილისიდან ქ. თელავისა და ქ. გორის მიმართულებით (ორმხრივი მგზავრობა) მსუბუქი და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და შესრულების პერიოდი:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მგზავრობებია:
1. პროექტის სპეციალისტების ტრანსპორტირება (2 ან 3 მგზავრი) ქ. თბილისიდან ქ. გორის მიმართულებით (ორმხრივი მგზავრობა) - 2 მგზავრობა. აღნიშნული მგზავრობები განხორციელდება 2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის 30 აპრილის პერიოდში;
2. პროექტის სპეციალისტების ტრანსპორტირება (2 ან 3 მგზავრი) ქ. თბილისიდან ქ. თელავის მიმართულებით (ორმხრივი მგზავრობა) - 2 მგზავრობა. აღნიშნული მგზავრობები განხორციელდება 2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის 30 აპრილის პერიოდში; ქ. თელავიდან ქ. თბილისში უკან დაბრუნება მოხდება გამგზავრებიდან მეორე დღეს.
3. პროექტის სპეციალისტებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირება (30 მგზავრი) ქ. გორიდან ქ. თბილისი მიმართულებით (ორმხრივი მგზავრობა), სასურველია აღნიშნულ მგზავრობებს ემსახურებოდეს ორი სამგზავრო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული მგზავრობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს 2026 წლის 2 აპრილს, ქ.თბილისიდან მგზავრების ქ. გორში დაბრუნება განხორიცელდება იმავე დღეს.
** *კომენტარი: აღნიშნული ტრანსპორტი აუცილებლად ადაპტირებული უნდა იყოს სპეციალური საჭიროების მქონე ეტლით მოსარგებლე მგზავრებისთვის (შესაძლებელი უნდა იყოს ეტლის განთავსება)!
4. პროექტის სპეციალისტებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირება (15 მგზავრი) ქ. თელავი ქ. თბილისი მიმართულებით (ორმხრივი მგზავრობა). აღნიშნული მგზავრობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს 2026 წლის 2 აპრილს, ქ. თბილისიდან მგზავრების ქ. თელავში დაბრუნება განხორიცელდება იმავე დღეს.
** *კომენტარი: აღნიშნული ტრანსპორტი აუცილებლად ადაპტირებული უნდა იყოს სპეციალური საჭიროების მქონე ეტლით მოსარგებლე მგზავრებისთვის (შესაძლებელი უნდა იყოს ეტლის განთავსება)!
შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:
შერჩეულ იურიდიულ ან ფიზიკურ სუბიექტთან დაიდება ხელშეკრულება 2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით, რომელ პერიოდშიც უნდა მოხდეს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალში მითითებული მგზავრობების განხორციელება.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
იურიდიული პირების შემთხვევაში:
1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
2. ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
3. კომპანიის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებ (ებ)ის ტექნიკური ინსპექტირების/დათვალიერების ამსახველი დოკუმენტაცია;
4. ფასის განცხადი: სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დღგ-ს გარეშე.
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
2. ფიზიკური პირის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებ (ებ)ის ტექნიკური ინსპექტირების/დათვალიერების ამსახველი დოკუმენტაცია;
3. მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს საფასურს ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.
წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
** მოწოდებული დოკუმენტაციის ხარისხი - 20%
** სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობა - 40%
** ფასი - 40%
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი, 18:00 საათი.
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვისთვის_VIBES".
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
|
|
|
|