Робота для біженців з України
ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესასყიდად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესასყიდად
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, კომპიუტერული ტექნიკის შეძენის მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და SOS ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა ქალაქ თბილისში.

შესაძენი კომპიუტერული ტექნიკის ჩამონათვალი სასურველი მახასიათებლებით:

1. პლანშეტი - 3 ცალი

** ეკრანი - ეკრანის ზომა: 11.5 ", ეკრანის ტიპი: IPS
** პროცესორი - ჩიპსეტი: MediaTek SoC Platform, პროცესორის ბირთვები: 8, CPU სიხშირე: 2.2GHz + 6x A55
** მეხსიერება - მეხსიერების მოცულობა: 8GB, მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: Yes
** სთორიჯი - დისკის მოცულობა: 256GB
** ქსელი და კომუნიკაცია - ქსელის ტექნოლოგია: 802.11ac 1×1 + BT5.2, SIM ბარათის მხარდაჭერა: No
** კამერა - მთავარი კამერა: 8MP, სელფის კამერა: 8MP
** ოპერაციული სისტემა - ოპერაციული სისტემა: Android 14
** ფიზიკური მახასიათებლები - ფერი: Luna Grey, ზომები: 268.3 x 174.25 x 7.77-13.58 mm, წონა: 650 kg
** ბატარეა - ბატარეის ტევადობა: 8, 600 mAh
** More - წონა: 1.15 კგ, ზომები: 28 × 5 × 18 სმ

2. უსადენო / ბლუთუზ დინამიკი - 1 ცალი

** კავშირი AUX;
** დინამიკის ტიპი: პორტატული Bluetooth დინამიკი (Wireless);
** დინამიკის სიმძლავრე: 50 W
** სიხშირის დიაპაზონი: 45 Hz - 20 kHz
** USB პორტი: USB-C
** ელემენტის ხანგრძლივობა: 30+ საათი გარეთ (playtime)
** ელემენტის დამუხტვის დრო: ≈ 3 სთ სრული დატენვისთვის
** Quick Charge: 20 წთ ≈ 8 საათი მოსმენა (სწრაფი დატენვით)
** სამუშაო დიაპაზონი (Bluetooth): ~10 მ / 32.8 ფუტი
** გარემო დაცვა: IP54 — მსუბუქი დაცვა ქარიშხლისა და წყლისგან, მინიმუმ შხეფგამძლე

მოწოდების ვადა:

შერჩეულ იურიდიულმა სუბიექტმა, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს ერთი კვირისა მითითებული კომპიუტერული ტექნიკის მოწოდება. ყველა მითითებული ტექნიკა უნდა იყოს ახალი და უნდა გააჩნდეს ქარხნული წარმოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

** ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** შემოთავაზებული კომპიუტერული ტექნიკის მოკლე ტექნიკური აღწერა და მოწოდების განრიგი;
** მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული დანადგარის საცალო საფასურს.

ფასის განაცხადი

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
** შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი - 45%
** შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 45%

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "VIBES_კომპიუტერული ტექნიკა" კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925;
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე