Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700729&print=yes&view=jobs
 
ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00სთ-18:00სთ
ანაზღაურება: 1000 ლარი NET

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან საკომუნიკაციო ენის განსაზღვრა;
** მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაციის წარმოება (წერილობითი და ზეპირი ფორმით);
** შეკვეთების მომზადება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
** კონკურენტული გარემოს კვლევა და ბაზრის ანალიზი;
** ანალიზის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან პრეზენტაციისა და რეპორტის ფორმით;
** პერიოდული და მიზნობრივი რეპორტის წარმოება საჭიროების შესაბამისად.
** პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** საწყობში არსებული სარეკლამო მასალების კონტროლი და მათი დროული განაწილების უზრუნველყოფა მერჩენდაიზერებში საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებისა ან/და ეკონომიკის მიმართულებით);
** აუცილებელია Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე).

დამატებითი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
** გამოცდილ ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ თქვენს განვითარებაზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერის ასისტენტი".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია