Робота для біженців з України
ტენდერი სასტუმრო, საკონფერენციო და კვებითი მომს. მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სასტუმრო, საკონფერენციო და კვებითი მომს. მოწოდებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს იურიდიულ პირებს თბილისში პროექტის დახურვის ღონისძიების სასტუმრო, საკონფერენციო და კვებითი მომსახურების ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და SOS ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" დახურვის რეგიონალური და ეროვნული ღონისძიებისთვის სასტუმრო, საკონფერენციო და კვებითი მომსახურების მოწოდება თბილისში.

** *მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: სასტუმრო და საკონფერენციო სივრცე აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირებისთვის!

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

სასტუმრო მომსახურება: ჯამში - 23 ადამიანის სასტუმროს მომსახურება (ქვევით იხილეთ სტუმრების რაოდენობა დღეების მიხედვით):

** 29 მარტი - 5 ერთადგილიანი სტანდარტული ნომერი;
** 30 მარტი - 19 ერთადგილიანი სტანდარტული ნომერი;
** 31 მარტი - 23 ერთადგილიანი სტანდარტული ნომერი;
** 1 აპრილი - 23 ერთადგილიანი სტანდარტული ნომერი;
** 2 აპრილი - 3 ერთადგილიანი სტანდარტული ნომერი.

საკონფერენციო მომსახურება:

2026 წლის 31 მარტსა, 1 და 2 აპრილი საკონფერენციო მომსახურების უზრუნველყოფა. ღონისძიების მიმდინარეობის საათები: 31 მარტი და 1 აპრილი: 10:00-დან 18:00 საათის ჩათვლით. 2 აპრილი: 12:00-დან 18:00-ის ჩათვლით. უფრო დეტალურად:

31 მარტი, 1 აპრილი - საკონფერენციო მომსახურება 31 პირისთვის: ერთი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება: ხმის სისტემური მოწყობა 2 უკაბელო მიკროფონითა და 1 სტატიკური მიკროფონით, ერთი ტრიბუნა მომხსენებლისთვის, 1 დიდი ზომის საპრეზენტაციო ეკრანი, 10 მაგიდა. საკონფერენციო სივრცეში სკამები განთავსებული იქნას თეატრალური წყობით.

დამატებით, საკონფერენციო სივრცის გვერდით საჭირო იქნება საგამოფენო სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება: 4 სტანდარტული ზომის მაგიდა და 3 ეკრანით (მინიმუმ 40 ინჩის ზომის).
** *კომენტარი: საგამოფენო სივრცეში შესაძლებელი უნდა იყოს პოსტერების დაკიდება კედელზე.

2 აპრილი - საკონფერენციო მომსახურება 80 პირისთვის. საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს: ხმის სისტემური მოწყობა 2 უკაბელო მიკროფონით და 1 სტატიკური მიკროფონით; ერთი ტრიბუნა მომხსენებლისთვის, 1 დიდი ზომის საპრეზენტაციო ეკრანი. საკონფერენციო სივრცეში სკამები განთავსებული იქნას თეატრალური წყობით. ამავე საკონფერენციო დარბაზში საჭირო იქნება საგამოფენო სივრცის გამოყოფა - 10 მაგიდით.

კვების მომსახურება:

** 31 მარტი და 1 აპრილი - 2 ყავის შესვენება და 1 ლანჩი 31 პირისთვის
** 2 აპრილი - 1 ყავის შესვენება და 1 ლანჩი 80 პირისთვის

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი,
ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან
რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** ფოტო ან/და ვიდეო მასალა სასტუმროსა და საკონფერენციო სივრცის შესახებ.
** ლანჩისა და ყავის შესვენების მენიუ.
** ფასის განაცხადი: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით, დღგ-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შემდეგ, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ნულოვანი ანგარიშ-ფაქტურა) არაუგვიანეს 5 დღისა.

შემოთავაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე.

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** წარმოდგენილი დოკუმენტაცია - 10%
** მომსახურების ხარისხი და გამოცდილება - 45%
** ფასი - 45%

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი.

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ტენდერი სასტუმრო მომსახურების შესყიდვისთვის".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ: VIBEs- დახურვის ღონისძიების სასტუმრო, საკონფერენციო და კვებითი მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე