|
დასახელება:
ლოგისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თეზი ლოჯისტიკ ენდ ტერმინალს
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
"Tezi Logistics" არის საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს საქართველოში, ხოლო ფილიალები ფუნქციონირებს აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ჩინეთსა და იტალიაში. ჩვენ სპეციალიზაციას ვაკეთებთ რთული და არაგაბარიტული (OOG) საპროექტო ტვირთების გადაზიდვაში როგორიცაა: ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სექტორებისთვის.
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გამოცდილ ლოგისტიკის მენეჯერს საქართველოს ოფისისთვის.
კანდიდატი რომელსაც ჩვენ შევარჩევთ, შეძლებს, რომ მართოს რთული არაგაბარიტული და მულტიმოდალურ სატრანსპორტო ოპერაციები და ითანამშრომლოს EPC კონტრაქტორებთან, პორტებთან, რკინიგზებთან და სამთავრობო უწყებებთან სხვადასხვა რეგიონში.
მოვალეობები:
** არაგაბარიტული და საპროექტო ტვირთების გადაზიდვის დაგეგმვა და მართვა (საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და მულტიმოდალური ტრანსპორტი).
** ლოჯისტიკური სქემების შემუშავება, მათ შორის მარშრუტების კვლევა და ნებართვების მომზადება.
** კოორდინაცია გადამზიდავებთან, პორტის ადმინისტრაციებთან, სურვეირებთან და საბაჟო ორგანოებთან.
** ტვირთის სწორად დამაგრებისა და დამუშავების უზრუნველყოფა SMGS-ის, საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად.
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის, საბაჟო გაფორმებისა და ტექნიკური ანგარიშების მომზადების ზედამხედველობა.
** ტენდერებში მონაწილეობა და წინადადებებისთვის ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება.
** პროექტების ვადების, ბიუჯეტებისა და რისკების კონტროლი.
** კორპორატიული HSE და ISO სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ლოჯისტიკის, ტრანსპორტის ან მონათესავე სფეროში.
** 3-5+ წლიანი გამოცდილება OOG / საპროექტო ტვირთების ლოჯისტიკაში.
** Incoterms-ის, საბაჟო პროცედურების, ნებართვებისა და სატრანსპორტო ინჟინერიის მოთხოვნების კარგი ცოდნა.
** მარშრუტების კვლევის, სატრანსპორტო ნახაზებისა და მძიმე ტვირთების გადატანის ოპერაციების კოორდინაციის გამოცდილება.
** მოლაპარაკებების უნარები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა; რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება და შედეგებზე დაფუძნებული ბონუსები.
** მაღალი დონის საერთაშორისო OOG და საპროექტო ტვირთების პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა გლობალურ ლოჯისტიკურ გარემოში.
** შესაძლებელია მივლინებები კომპანიის ფილიალებსა და საერთაშორისო პროექტების ლოკაციებზე.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: a.antidze@tezitrans.com
|
|
|
|