|
დასახელება:
საერთაშორისო გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
GISTI Trans
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"GISTI Trans" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: 2 წლიდან სატრანსპორტო მომსახურების
ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული
პროფესიული გამოცდილება, ცოდნა და უნარი:
** ტელეფონით "ცივი" გაყიდვების განხორციელების გამოცდილება
** სატელეფონო ზარის დროს გადაწყვეტილებების მიმღებ პირზე გასვლის უნარების ქონა
** წინააღმდეგობასთან და შენიშვნებთან მუშაობის უნარი
** ზარის და შეხვედრის დროს პრეზენტაციის ჩატარების წესების ცოდნა
** მოლაპარაკებების ორგანიზების და online და offline ჩატარების გამოცდილება
** კომერციული წინადადების ფორმირების გამოცდილება
** ხელშეკრულების მომზადების და შეთანხმების გამოცდილება
** სადებიტორო დავალიანებასთან მუშაობის გამოცდილება
** საქმიანი ეტიკეტის წესების ცოდნა სატელეფონო საუბრის, საქმიანი მიმოწერის, შეხვედრის დროს
** ძირითადი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ ლოგისტიკურ საქმიანობას
** ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება: სატენდერო დოკუმენტაციის, ფასის წინადადებების მომზადება, ტენდერის შედეგებზე დაკვირვება
** სადამრიგებლო, ახალი თანამშრომლების სწავლის გამოცდილება
მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების ბაზის დამოუკიდებელი ძებნა და ფორმირება
** პოტენციური კლიენტების ბაზასთან "ცივი" დარეკვები
** პოტენციურ კლიენტებთან დასწრებული მოლაპარაკებების ჩატარება: მომზადება დასწრებული მოლაპარაკებებისთვის, კომპანიის მომსახურების პრეზენტაცია.
** დასწრებული გაყიდვები გამოფენებზე, კონფერენციებზე, სხვა საქმიან ღონისძიებებზე.
** კლიენტისგან მოთხოვნის მიღება კომერციული წინადადების წარდგენაზე.
** კომერციული წინადადების მომზადება და პოტენციურ კლიენტთან გაგზავნა.
** უკუკავშირის მიღება და კომერციული წინადადების პირობების შეთანხმება.
** პოტენციური კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პირობების შესახებ.
** ხელშეკრულებების შეთანხმების პროცესის ორგანიზება
** კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება: ახალი მარშრუტების, მიწოდების სქემის და დამატებითი პირობების საჭიროების აღმოჩენა.
** მუშაობა სადებიტორო დავალიანებასთან.
** კლიენტების შესახებ მონაცემების შეყვანა კომპანიის სააღრიცხვო სისტემაში
** დადგენილი პერიოდისთვის მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშგების მომზადება
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შრომის სტაბილური და დროული ანაზღაურება (ხელფასი სრულად "თეთრი", საბანკო ბარათზე დარიცხვით);
** მოტივირების გამჭვირვალე სისტემა;
** კორპორაციული სწავლება;
** კომფორტაბელური ოფისი ფეხით გასასვლელ მანძილზე მარჯანიშვილის მეტროდან;
** მეგობრული კოლექტივი;
** კორპორაციული ღონისძიებები;
პირობები: ხუთდღიანი სამუშაო კვირა. 8-საათიანი სამუშაო დღე.
რეზიუმე გამოაგზავნეთ: hello@gistitrans.ge
ინფორმაცია ჩვენ შესახებ:
GISTI TRANS LLC
https://gistitrans.ge/
https://www.facebook.com/gistitrans/
|
|
|
|