Робота для біженців з України
ტენდერი ტრენინგების და სუპერვიზიის ჩატარებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ტრენინგების და სუპერვიზიის ჩატარებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
თანდართული ფაილი: 696278_sos_1295081.zip
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს ტრავმაზე ინფორმირებული ზრუნვის შესახებ ტრენინგების და სუპერვიზიის ჩატარების თაობაზე.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის ტრავმაზე ინფორმირებული ზრუნვის სატრენინგო მოდულის შექმნის, ტრენინგების ჩატარებისა და შემდგომი პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ გვერდი: https://sos-childrensvillages.ge/ka

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.

მომსახურების მიზანი:

საბავშვო ბაღის აღმზრდელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება ტრავმაზე ინფორმირებული ზრუნვის პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვის გზით, რათა ბავშვებისთვის უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო, ემოციურად მხარდამჭერი და ინკლუზიური გარემო.

სატრენინგო მოდული და ტრენინგები უნდა მოიცავდეს:

** ტრავმის არსის და ტიპების მიმოხილვას ადრეულ ბავშვობაში;
** ტოქსიკური სტრესისა და ტრავმის გავლენას ბავშვის ემოციურ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებაზე;
** ტრავმის შესაძლო ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობას საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში;
** ტრავმაზე ინფორმირებული ზრუნვის ძირითადი პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას;
** აღმზრდელის როლსა და პასუხისმგებლობას ტრავმაზე მგრძნობიარე გარემოს შექმნაში;
** მშობლებთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობის გზებს.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** ტრავმაზე ინფორმირებული ზრუნვის სატრენინგო მასალების შემუშავება (მათ შორის პრეზენტაცია, მონაწილეთათვის დასარიგებელი მოკლე ჰენდაუთები, პრე/პოსტ ტესტი);
** 6 ჯგუფთან ერთდღიანი ტრენინგის ჩატარება (ჯგუფში 16-18 მონაწილე);
** თითოეული ჯგუფისთვის წლის განმავლობაში 2 სასუპერვიზიო შეხვედრის ჩატარება (სულ 12 შეხვედრა, თითო მაქს. 2 სთ), მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერისთვის;
** თითოეული ჯგუფისთვის პრე/პოსტ ტესტების შედეგების ანალიზი.
** პროცესის მოკლე შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა ინგლისურ ენაზე.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური/იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, ასევე, რეესტრის ამონაწერი - იურიდიული პირის შემთხვევაში);
** განმცხადებლის კომპეტენციის ამსახველი CV;
** ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი უნდა იყოს თითოეული შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი, მათთვის საჭირო დღეების რაოდენობა და თითო დღის ანაზღაურება, ასევე, მომსახურების ჯამური თანხა (იხ. თანდართული ფაილი);
** მსგავსი სამუშაოს გაწევის შესახებ რეკომენდაცია (სასურველია).

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები:

** ტრენინგები - 2026 წლის თებერვალ-მარტი;
** სასუპერვიზიო შეხვედრები - 2026 წლის ივლისი, ოქტომბერი.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 იანვარი.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტრავმაზე ინფორმირებული ზრუნვის ტრენინგი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე