Робота для біженців з України
განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის
მომწოდებელი: UN FAO
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
განაცხადების მიღება მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის

"გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია" (FAO) საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ მცირე საინვესტიციო მხარდაჭერის სქემის განაცხადების მიღება ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა" ფარგლებში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა, სურსათის წარმოების გაუმჯობესება და, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის დაძლევა, განსაკუთრებული აქცენტით უთანასწორობის შემცირებაზე.

მცირე საინვესტიციო მხარდაჭერის სქემაში მონაწილეობა პოტენციურ ბენეფიციარებს დაეხმარება მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა თუ სხვა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებაში, ან მისცემს მათ ახალ ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას. საინვესტიციო მხარდაჭერა ხორციელდება თანამონაწილეობრივი გრანტის მოდელით და მიზნად ისახავს ბენეფიციარების წახალისებას გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვაში, გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმების შემუშავებასა და, საბოლოოდ, მდგრადი ეკონომიკური მედეგობის ხელშეწყობაში.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა

გრანტის ბენეფიციარები შესაძლოა იყვნენ როგორც ფიზიკური პირები - ფერმერები და ბიზნეს მეწარმეები, ასევე ორგანიზაციები, მათ შორის მოგებაზე ორიენტირებული და არაკომერციული პირები, კოოპერატივები, ასოციაციები, ბიზნეს კომპანიები, ფერმერთა/მწარმოებელთა ჯგუფები.

სამიზნე სფეროები

სოფლის მეურნეობა: ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები, ხილი და კენკრა, რძის პროდუქტები, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა და მეღვინეობა.

ტურიზმი: აგროტურიზმი, გასტროტურიზმი, ტურისტული მიზიდულობის არეალების განვითარება.

საინვესტიციო მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგი აქტივების შესყიდვას:

** მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის;
** დანადგარები გადამამუშავებელი წარმოებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის უზრუნველსაყოფად;
** შესაფუთი და მარკირების მანქანა-დანადგარები და ხელსაწყოები.

სამიზნე მუნიციპალიტეტები: კასპი და მარტვილი.

შერჩევის ზოგადი კრიტერიუმები:

** აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
** უნდა ცხოვრობდეს და/ან ეწეოდეს საქმიანობას ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში;
** ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება შერჩეულ საინვესტიციო სფეროში;
** ინვესტიციისთვის საჭირო შესაბამისი რესურსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს მითითებულია შერჩევის სპეციფიკურ კრიტერიუმებში;
** შეეძლოს ფინანსური ან არაფულადი თანამონაწილეობის გაღება, გრანტის კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული წესით;
** საინვესტიციო სქემაში მონაწილე ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული სუბიექტი.

განაცხადის შემოსატანად ჩამოტვირთეთ გრანტების საოპერაციო სახელმძღვანელო (GOM) შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადების მიღების სხვა დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის. ასევე, იხილეთ განაცხადის ფორმა და ბიზნეს გეგმის შაბლონი (.Zip ფაილი).

საგრანტო კატეგორიები:

მცირე გრანტი: 1, 000-10, 000 აშშ დოლარი
საშუალო გრანტი: 10, 000-20, 000 აშშ დოლარი

თანამონაწილეობის მოთხოვნები

შერჩეულმა ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ პროექტის მთლიანი ღირებულების 30 პროცენტიანი ფინანსური თანამონაწილეობა, გარდა ქალებისა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისა, რომელთაც შეუძლიათ 15 პროცენტიანი თანამონაწილეობის გაღება. მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს უფლება აქვთ უზრუნველყონ არაფულადი თანამონაწილეობაც.

განაცხადების წარდგენა და ვადები

სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (მცირე გრანტებისთვის) ან ბიზნეს გეგმა (საშუალო გრანტებისთვის) ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად, როგორც ეს მითითებულია სააპლიკაციო ფორმაში, უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე 2026 წლის 25 თებერვლამდე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: GE-Investment-scheme@fao.org.

სააპლიკაციო ფორმა და ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბიუჯეტის, საჭირო აღჭურვილობის ტექნიკური მახასიათებლებისა და მომწოდებლის შესახებ. გრანტის მიმღებმა თავად უნდა მოახდინოს მომწოდებლის იდენტიფიცირება და მასთან წინასწარი შეთანხმება აღჭურვილობის შესყიდვის პირობებზე. FAO გადაამოწმებს განაცხადის ფორმაში მითითებულ ფასებს და მოკვლევის საფუძველზე შესაძლოა მოითხოვოს მომწოდებლის შეცვლა.

შერჩევის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გრანტის მიმღებმა მომწოდებელს უნდა გადაუხადოს თანამონაწილეობრივი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრული თავისი წილი. მას შემდეგ, რაც მოხდება აღჭურვილობის ეფექტური მიწოდება და მონტაჟი, FAO პირდაპირ მომწოდებელთან დაფარავს დარჩენილ გადასახადს.

არაფულადი თანამონაწილეობის შემთხვევაში, რომლითაც სარგებლობა გრანტების საოპერაციო სახელმძღვანელოს (GOM) თანახმად, შეუძლიათ მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს 10, 000 აშშ დოლარამდე მცირე გრანტის შემთხვევაში, გრანტის 50 პროცენტის წინასწარი გადახდა მომწოდებელთან მოხდება გრანტის მიმღების მიერ არაფულადი წვლილის დადასტურების შემდეგ (გრანტის გაცემამდე გადამოწმების გზით). აღჭურვილობის მიწოდებისა და მონტაჟის შემდეგ, FAO მომწოდებელს გადაუხდის დარჩენილ თანხას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

განაცხადების მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ FAO-ს ადგილობრივ მუნიციპალურ კოორდინატორებს:

მარტვილის მუნიციპალიტეტი: ეკატერინე ნაროუშვილი - ტელ: 595 183663; ელ-ფოსტა: Ekaterine.Naroushvili@fao.org

კასპის მუნიციპალიტეტი: ლევან მუმლაძე - ტელ: 577 080500, ელ-ფოსტა: Levan.Mumladze@fao.org

საჩივრის წარდგენის მექანიზმი

ამ სქემის განხორციელების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) შეიმუშავა საჩივრების წარდგენის მექანიზმი (GRM). აღნიშნული მექანიზმი საქართველოში FAO-ს პროგრამების ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს გამჭვირვალე, ეფექტიან და ოპერატიულ პროცესს საკუთარი მოსაზრებების დასაფიქსირებლად, პრობლემების გადასაჭრელად და უკუკავშირის მისაღებად. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: FAOGE-ComplaintsAustrainproject@fao.org. საჩივარი უნდა შეიცავდეს ისეთ დეტალებს, როგორიცაა თარიღი, ადგილი, აღწერა და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე