Робота для біженців з України
პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: თელმიკო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბილინგო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა.
** საბილინგო სისტემის მონაცემთა ბაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნიკური მხარდაჭერა.
** დაბალი და საშუალო სირთულის საბილინგო სისტემის გაუმჯობესებების (მოდიფიკაციების) შემუშავება და დანერგვა.
** საბილინგო სისტემის განვითარებისა და ოპტიმიზაციის ინიციატივებში მონაწილეობა.
** საბილინგო სისტემის განვითარებისა და დანერგვის სერვისების ინტეგრაცია სხვა შიდა/გარე სერვისებთან.
** პროგრამული პაკეტებისა და ხელსაწყოების შესწავლა, შეფასება და დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება.
** კომპანიაში არსებული ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზება და ტექნიკურ ამოცანებად გარდაქმნა.
** პროგრამირების ამოცანების დაგეგმვა და სამუშაო პროცესის ორგანიზება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამისტის პოზიციაზე.
** Java-ში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** Spring Boot-ისა და Spring Framework-ის ძლიერი ცოდნა.
** პრაქტიკული გამოცდილება Hibernate-თან (ORM).
** SQL-ის კარგი ცოდნა და JDBC-სთან პრაქტიკული გამოცდილება.
** გამოცდილება რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (მაგ.: PostgreSQL, Oracle).
** Git-ის გამოყენების გამოცდილება ვერსიის კონტროლისთვის (GitHub/GitLab).
** CI/CD კონცეფციებისა და პაიპლაინების საბაზისო/პრაქტიკული ცოდნა.

დამატებითი უპირატესობები (სასურველია)

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.
** Jmix-ის და/ან Angular-ის ცოდნა.
** HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნა.
** საბილინგო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** ენერგეტიკის/კომუნალური სფეროს გამოცდილება.
** API არქიტექტურისა და RPC კონცეფციების გაგება.
** საჯარო პორტფოლიო (მაგ.: GitHub) კარგად მოვლილი პროექტებით და/ან ღია კოდში (open-source) მნიშვნელოვანი კონტრიბუციებით.
** ვერსიის კონტროლის კარგი პრაქტიკები: მკაფიო commit message-ები, მცირე/ფოკუსირებული commit-ები, სუფთა branching/PR პროცესი.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის გამოჩენა.
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრიორიტეტების მართვა.
** რამდენიმე ამოცანის პარალელურად შესრულების უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

უცხო ენები:

** ქართული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
** რუსული ენა - საშუალო ცოდნის დონეზე;
** ინგლისური - საშუალო ცოდნის დონეზე;

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროგრამისტი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.02.2026 წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს "თელმიკომ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.

ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.

ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@telmico.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე