|
დასახელება:
ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 14 იანვარი
|
|
თანდართული ფაილი:
690639_sos_3303961.zip
|
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ჯვარის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში, ავეჯის შესყიდვის მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტი - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
მომსახურების მიზანი:
პროექტის "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის შეძენა.
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის (კომპანიის) ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით და უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ერთეულის ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები, შესასყიდი ინვენტარის მიწოდების ადგილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ფოცხოეწერის დასახლება).
ფასის განაცხადი:
** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
** დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი საქონლის ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტის ჩამოტვირთა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით აღნიშნული ვიდეოების საბოლოო ფორმით წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 14 იანვარი.
საკონკურსო განაცხადის დეტალების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 15 89 71 - მანანა ომარაშვილი (პროექტის მენეჯერი).
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ავეჯის შესყიდვა".
|
|
|
|