|
დასახელება:
ტრენერი - კონკურსი ტრენინგის ჩატარებაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
საქართველოს "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" ფარგლებში აცხადებს განაცხადის მიღებას ტრენინგის ჩატარებაზე.
პოზიცია: ტრენერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი
პროექტის შესახებ:
პროექტი - "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" მიზნად ისახავს თბილისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახების საგანმანათლებლო, ფსიქოსოციალური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
სამუშაო აღწერა: ჩვენ ვეძებთ გამოცდილ ტრენერს, რომელიც ჩაატარებს 3-დღიან ტრენინგს (12, 13, 14 იანვარი, 2026) საბავშვო ბაღის პერსონალისთვის გენდერულად მგრძნობიარე პრაქტიკაზე.
ტრენერის ძირითადი მოვალეობები:
** 3-დღიანი ტრენინგის დაგეგმვა.
** მოდულის მომზადება, რომელიც მოიცავს როგორც აქტივობებს, ისე მონაწილეებისათვის დასარიგებელ მოკლე თეორიულ მასალას.
** ინტერაქციული სესიების წარმართვა და მონაწილეების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ტრენინგის პროცესში.
** პრე და პოსტ ტესტების მომზადება, ჩატარება და შედეგების შეფასება.
** ტრენინგის საბოლოო ანგარიშის მომზადება, გამოცდილების, შედეგებისა და შემდგომი რეკომენდაციების ჩათვლით.
სატრენინგო საკითხები:
** გენდერული სტერეოტიპები და მათი გავლენა ბავშვთა ადრეულ განვითარებაში (მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან).
** გენდერულად მგრძნობიარე სასწავლო გარემოს შექმნა (მეთოდები და აქტივობები).
** ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება გენდერულ კონტექსტში.
** ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე კომუნიკაციის ტექნიკები.
** ბავშვებთან გენდერული თანასწორობის პრინციპების პრაქტიკული გამოყენება.
** გენდერულად მგრძნობიარე სასწავლო გეგმების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება სოციალურ მეცნიერებებში, გენდერის კვლევებში ან შესაბამის სფეროში.
** მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარების კუთხით (ადრეული განათლების ან გენდერული საკითხების მიმართულებით).
** პრაქტიკული გამოცდილება ინტერაქტიური ტრენინგის დიზაინის შექმნასა და განხორციელებაში.
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
** რუსულ ენაზე ტრენინგების ჩატარების უნარი თუ გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@sos-kd.ge
სათაურში მიუთითეთ "ტრენერი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 14 დეკემბერი.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|