Робота для біженців з України
პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი პროექტის "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება ქ. თბილისში" ფარგლებში აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: პროექტის ასისტენტი

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი (50%)
პროექტის ხანგრძლივობა: 2025 წლის დეკემბერი - 2026 წლის დეკემბერი

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან მუშაობს ბავშვებისა და ოჯახების გაძლიერებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბავშვებს, რომლებიც არიან ოჯახთან დაშორების რისკის ქვეშ ან უწევთ მშობლისგან მოშორებით ცხოვრება. ჩვენი მიზანია მათთვის უსაფრთხო, სტაბილური და მზრუნველი გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენი პროგრამები მოიცავს ალტერნატიულ ზრუნვას, ოჯახების გაძლიერებას, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, ადრეულ განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდების გაძლიერებას.

პროექტის შესახებ:

პროექტი "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება ქ. თბილისში" მიზნად ისახავს თბილისის საბავშვო ბაღებში ადრეული განათლების ხარისხის, უსაფრთხოებისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესებას. იგი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას გაძლიერებული ინსტიტუციური მექანიზმებისა და საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის მეშვეობით. პროექტის მიზანია, საბავშვო ბაღებს საშუალება მისცეს, მდგრადი გზით გამოიყენონ და აკონტროლონ ბავშვთა დაცვის, ინკლუზიური განათლებისა და ეკოგანათლების სტანდარტები. პროექტი ფოკუსირებულია ოთხ ურთიერთდაკავშირებულ შედეგზე: 1. ბავშვთა დაცვის გაუმჯობესებული პრაქტიკა; 2. ინკლუზიური განათლების პრაქტიკის გაძლიერება; 3. ეკოგანათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა; 4. პროფესიული განვითარების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერის დახმარება პროექტის ფარგლებში ყველა აქტივობის განხორციელებაში, მათ შორის ტრენინგების, სემინარების, შეხვედრების და ა.შ. ორგანიზებაში.
** პროექტის მენეჯერის დახმარება დოკუმენტაციასთან, თარგმნასთან, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასთან, ყოველდღიურ კომუნიკაციასთან დაკავშირებით;
** ტენდერთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების დაგეგმვა-ორგანიზება (მათ შორის, ტენდერის გამოცხადება, განაცხადების მიღება, აღრიცხვა და სხვა).
** შესყიდვების ზუსტად და დროულად შესრულება შიდა და დონორების მოთხოვნების შესაბამისად;
** მომსახურების მიმწოდებლებთან და ექსპერტებთან კონტრაქტების ადმინისტრირება;
** ფინანსური დოკუმენტაციის (მათ შორის შესყიდვების დოკუმენტაციის) ორგანიზება და პროექტის ფინანსური მენეჯერისთვის წარდგენა;
** შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება (ანგარიშები, გეგმები, ოქმები და სხვ.);
** პროექტის მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სოციალური ან განათლების მეცნიერებების, ან სხვა შესაბამის სფეროში;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერის და მეტყველების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel).
** ორგანიზების, დეტალებისადმი დაკვირვების, პრობლემის გადაჭრის, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი;
** ასისტენტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge
სათაურში მიუთითეთ: პროექტის ასისტენტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 07.12.2025.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე