Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685021&print=yes&view=jobs
 
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას

პოზიციის დასახელება: ინჟინერი (მონაცემთა ანალიზის, ქსელის დანაკარგებისა და ბალანსების კონტროლის სამსახური)

სამუშაოს მიზანი: ბალანსების კონტროლი სადგურებსა და ქვესადგურებში. ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების გამართული მუშაობის კონტროლი. ხარვეზების გამოვლენა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძებში. ზუსტი ანგარიშგებისა და ქსელში დანაკარგების შემცირების მიზნით.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** ყოველდღიურად აკონტროლებს ბალანსებს სადგურებში, ქვესადგურებში და ელექტროგადამცემ ხაზებში, ელექტროენერგიის აღრიცხვის კუთხით.
** უზრუნველყოფს ქსელის (ანუ ყველა იმ წერტილის რომელიც საჭიროა დაბალანსების ჯგუფისათვის) პარამეტრების გამოკითხვის საფუძველზე სრული სიმძლავრის (S), აქტიური სიმძლავრის (P), დენისა (I) და ძაბვის (U) გრაფიკებისა და ვექტორული დიაგრამების შემოწმებას.
** აკონტროლებს ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების გამართულ მუშაობას.
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დადგენილი წესით ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების, მრიცხველების და საკომუნიკაციო მოწყობილობების ინსპექტირებას.
** საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს აღურიცხავი ელექტროენერგიის დაანგარიშებას.
** ახორციელებს რეაქტიული სიმძლავრის (ენერგიის) გადადინების მონიტორინგს და ანალიზს.
** ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძებში ხარვეზების ან/და უბალანსობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის უფროსს და მთავარ სპეციალისტს.
** მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ მონაცემთა ანალიზის, ქსელის დანაკარგებისა და ბალანსების კონტროლის სამსახურის უფროსს და მთავარ სპეციალისტს.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** ელექტროენერგიის აღრიცხვასთან მუშაობის 1 წლის სტაჟი.
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2025 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.

სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია