Робота для біженців з України
თავშესაფრის ლიდერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თავშესაფრის ლიდერი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სერვისის ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: თავშესაფრის ლიდერი.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ლიდერი კოორდინაციას უწევს ქუთაისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ორგანიზაციის ხედვის, მისიის, სტრატეგიის, პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად.

ხარისხის მართვის მიდგომების გამოყენებით, თავშესაფრის ლიდერი პასუხისმგებელია ლოკაციაში პროფესიული სუპერვიზია გაუწიოს თავშესაფარში დასაქმებულ თანამშრომლებს, გაითვალისწინოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრის კონცეფციის პრინციპები და უზრუნველყოს პროექტის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად განხორციელება.

სამუშაო დატვირთვა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

** სრული განაკვეთი
** 1 ვაკანტური ადგილი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** დედათა და ბავშვთა თავშესაფრის კოორდინაცია და მართვა;
** დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
** დედათა და ბავშვთა თავშესაფრის პროექტის საქმიანობის ყოველწლიური დაგეგმვა;
** დედათა და ბავშვთა თავშესაფრის პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული კვების პროდუქტების და სხვა აუცილებელი საშუალებების შესყიდვა და მათი აღრიცხვა;
** თავშესაფრის პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრა და მიზნობრივი ხარჯვა;
** დედათა და ბავშვთა თავშესაფარის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიური/კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ, ფსიქოლოგიურ, და/ან სხვა მომიჯნავე სფეროში
** ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მენეჯმენტის კუთხით მუშაობის გამოცდილება
** ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება
** პროგრამის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების ცოდნა/გამოცდილება
** გუნდის კოორდინაციისა და მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე