Робота для біженців з України
ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1200 ლარი + კვება

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ვიდეოკამერების მონიტორინგი;
** შემოსასვლელი და გასასვლელი ბარათების კონტროლი;
** საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიური ან იურიდიული მიმართულებით);
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდე);
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მიჰყევით ბმულს, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე