|
დასახელება:
პროექტის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
საქართველოს "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" ფარგლებში აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: პროექტის კოორდინატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პროექტის ხანგრძლივობა: 2025 წლის დეკემბერი - 2027 წლის აგვისტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან მუშაობს ბავშვებისა და ოჯახების გაძლიერებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბავშვებს, რომლებიც არიან ოჯახთან დაშორების რისკის ქვეშ ან უწევთ მშობლისგან მოშორებით ცხოვრება. ჩვენი მიზანია მათთვის უსაფრთხო, სტაბილური და მზრუნველი გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენი პროგრამები მოიცავს ალტერნატიულ ზრუნვას, ოჯახების გაძლიერებას, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, ადრეულ განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდების გაძლიერებას.
პროექტის შესახებ:
პროექტი "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" მიზნად ისახავს თბილისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახების საგანმანათლებლო, ფსიქოსოციალური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროექტი მოიცავს:
** უკრაინელი ბავშვების ჩართულობას მუნიციპალურ საბავშვო ბაღში;
** ბავშვებისა და მშობლების ფსიქოლოგიურ დახმარებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად;
** ქართული ენის სწავლებას;
** კულტურულ და საზოგადოებრივ ერთობლივ აქტივობებს უკრაინელი და ქართველი ოჯახების ჩართულობით.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის აქტივობების ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა;
** ბენეფიციარებთან კომუნიკაცია და მათი ჩართვის უზრუნველყოფა;
** პროექტის დოკუმენტაციის წარმოება და ღონისძიებების ანგარიშების მომზადება;
** გუნდის შეხვედრების და სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** რისკების დროული იდენტიფიცირება;
** პროექტის პროგრესის მონიტორინგში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია სოციალურ, საგანმანათლებლო ან ჰუმანიტარულ სფეროში);
** ორგანიზების, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** მრავალფეროვან გარემოში მუშაობის უნარი და კულტურული მგრძნობელობა;
** სამუშაო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** რუსული და/ან უკრაინული ენების თავისუფლად ფლობა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის, განათლების მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის ან სხვა შესაბამის სფეროში;
** ოჯახებთან, ბავშვებთან ან დევნილ/მიგრანტ მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge. სათაურში მიუთითეთ: პროექტის კოორდინატორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20.11.2025
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|