|
დასახელება:
საქმისწარმოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
** სასწავლო უნივერსიტეტის დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და დაარქივება;
** კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და უფლებამოსილი ადრესატისთვის გადაცემა;
** სასწავლო უნივერსიტეტის ელექტრონული მართვის სისტემაში შემოსული და გასული კორესპონდენციის ასახვა;
** საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად გაცემის უზრუნველყოფა;
** არქივში დაცული დოკუმენტების სათანადო წესით შენახვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მისი ასლების მომზადება და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;
** საფოსტო ამანათებისა და წერილების შესაბამისი პირისათვის გაგზავნა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტის აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში ჩართულობა;
** მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველსემესტრული ანგარიშის მომზადება
** და მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა;
** სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს საქმისწარმოების მენეჯერი საქმიანობის მიზნებიდან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მართვა, მენეჯმენტი.
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ხუთი სამუშაო დღე)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|