Робота для біженців з України
ტენდერი გარე შეფასების მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი გარე შეფასების მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 677413_sos_4266875.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ორი პროექტის - " თბილისის სტანდარტული პროექტი 2024-2026" და "ქუთაისის სტანდარტული პროექტი 2024-2026" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს გარე შეფასების მომსახურების შესყიდვის მიზნით და იწვევს ფიზიკურ/იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

მოკლე ინფორმაცია პროექტების შესახებ:

პროექტები - "თბილისის სტანდარტული პროექტი 2024-2026" და "ქუთაისის სტანდარტული პროექტი 2024-2026" -მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების კოდექსისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაში წვლილის შეტანას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს თბილისში, ქუთაისსა და მიმდებარე ქალაქებში მცხოვრები მოწყვლადი (სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი, რეინტეგრირებული, სახელმწიფო ან ალტერნატიულ ზრუნვაში მყოფი, მინდობით აღზრდაში მყოფი და მშობლის მზრუნველობის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი) ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

გარე შეფასების მიზანი:

საბოლოო შეფასების მიზანია ორი სამწლიანი პროექტის შედეგებისა და მიღწევების შეფასება OECD/DAC კრიტერიუმების (relevance, effectiveness, efficiency, impact, and sustainability) გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების მიერ სამიზნე ჯგუფზე განხორციელებული ცვლილებების შეფასება, პროექტის მომსახურებების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკისა გამოვლენა და მომავალი პროგრამირებისთვის და სტრატეგიული გადაწყვეტილბებისთვის ქმედითი რეკომენდაციების შემუშავება.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა ტენდერში მონაწილე ფიზიკურმა/იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** შეფასებაში მონაწილე პირების რეზიუმე (CV), სამუშაო გამოცდილება და რეკომენდაციები, მათ შორის ადრე ჩატარებული შეფასებების მაგალითები ან ამონარიდები.
** ტექნიკური წინადადება, რომელიც მოიცავს: კვლევის მეთოდოლოგიას და მიდგომას შესაბამისი დასაბუთებით; დეტალურ სამუშაო გეგმას, სამუშაოს განაწილებას გუნდში (მათ შორის ინფორმაციას იმ პირის შესახებ, ვინც ველზე მონაცემებს შეაგროვებს); უსაფრთხოების და ეთიკური სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
** ფინანსური განაცხადი/წინადადება, რომელიც მოიცავს: სამუშაო დღეების რაოდენობასა და თითოეული გუნდის წევრის ანაზღაურების განაკვეთს; ყველა დამატებით ხარჯს (მაგალითად, მგზავრობა და სხვა ხარჯები);
** ფინანსური წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
** გარე შეფასება დაგეგმილია მიმდინარე, 2025 წლის 15 ნოემბრიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.
** დეტალური ინფორმაცია გარე შეფასების შესახებ იხილეთ თანდართულ "ტექნიკური პირობებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესახებ (Terms of Reference)" დოკუმენტში. (დოკუმენტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან).
** ფიზიკური პირების შემთხვევაში დამატებით:
** ფიზიკური პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის (იურიდიული პირის) რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, უახლესი საჯარო რეესტრის ამონაწერი; ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 ნოემბერი.

საკონკურსო განაცხადის დეტალების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 49 90 32- ნანა.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "გარე შეფასების მომსახურება".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ/ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე