Робота для біженців з України
ტენდერი სარეკლამო ვიდეორგოლების მომზადებისათვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სარეკლამო ვიდეორგოლების მომზადებისათვის
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 677326_SOS_Childrens_Village_tender_7921380.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს და ფიზიკურ პირებს სარეკლამო ვიდეორგოლების მომზადებისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს ვიდეო რგოლების შესახებ დეტალური ინფორმაციის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან. შესასყიდი მომსახურების ქრონომეტრაჟი შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე.

მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მაქსიმუმ 5 დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის/ფიზიკური პირის რეკვიზიტები;
** უახლესი საჯარო რეესტრის ამონაწერი იურიდიული პირის შემთხვევაში;
** პორტფოლიოს ელექტრონული ვერსია;
** ფასის განაცხადი ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ: contact@sos-kd.ge ელ.ფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ " IF4C - სარეკლამო რგოლები".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 ოქტომბერი, 16:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება ასევე შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: gvantsa.sagharadze@sos-kd.ge ან დაგვიკავშირდეთ მობილურ ტელეფონზე: 555147714

დანართი N1: https://drive.google.com/file/d/1zLpWCGnX1YMREisUJzU_blf4_PFau75j/view?usp=sharing
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე