|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
KPI Studios
|
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
"KPI Studios" (დიზაინისა და პრემიუმ-კლასის რემონტის საერთაშორისო სტუდია) აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის (პრემიუმ რემონტისა და დიზაინის სფეროში) თანამდებობაზე.
პოზიციის შესახებ:
პროექტების მართვა დიზაინისა და რემონტის პროცესებში — დაწყებიდან ჩაბარებამდე. ვადების, ბიუჯეტის, ხარისხის და ყველა მონაწილეს შორის კომუნიკაციის კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა (Gantt/Notion/CRM), ბიუჯეტები, ხარჯთაღრიცხვები.
** ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან, დიზაინერებთან, პროექტის ხელმძღვანელებთან და ხელოსნებთან.
** სამუშაოების ხარისხის კონტროლი ობიექტებზე, პრობლემების გადაწყვეტა და რისკების მინიმიზაცია.
** პროექტის დოკუმენტაციის წარმოება და რეგულარული ანგარიშგების მომზადება.
კანდიდატის მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯერის პოზიციაზე რემონტის, მშენებლობის ან დიზაინის სფეროში.
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (CRM, Excel, პროექტის დაგეგმვის ინსტრუმენტები).
** სისტემური აზროვნება, სტრესისადმი გამძლეობა და ლიდერული უნარები.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კლიენტებთან და კონტრაქტორებთან კომუნიკაციისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
** სრული სამუშაო დღე (ორშ-პარ, 10:00-18:00), ოფისი/ჰიბრიდული რეჟიმი (თბილისი/ბათუმი (იშვიათი გასვლის საჭიროება).
** ფიქსირებული ხელფასი, ძლიერი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
KPI (სასწავლო პერიოდისთვის):
** ერთდროულად მინიმუმ 6 პროექტის წარმატებით მართვა.
** ვადებისა და ბიუჯეტის დაცვა.
** მაღალი კმაყოფილების დონე კლიენტების მხრიდან (8/10-ზე მეტი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: elenakogteva@kpistudios.com. გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტების მენეჯერი".
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|