დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს მძღოლის პოზიციაზე - 1 ვაკანტური ადგილი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 22ა;
დასაქმების ტიპი: დროებითი (6 თვე);
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის თანამშრომლების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურება;
** უნივერსიტეტის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურება;
** კორესპონდენციის დანიშნულების ადგილას მიტანის უზრუნველყოფა;
** საწყობიდან უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისთვის სახარჯი მასალების დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** სავიზიტო ბარათების, საიმიჯო მასალების, ბანერებისა თუ სხვა დოკუმენტაციის ტრანსპორტირება;
** ავტომანქანის სისუფთავის დაცვა;
** ავტომანქანის ტექნიკურად გამართულობის მუდმივი კონტროლი და უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ ქსელში ჩართულ სატელეფონო მომსახურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პოლისს.
კონკურსის ჩატარების ვადები:
** საბუთების მიღება: 2025 წლის 21 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით;
** კანდიდატებთან გასაუბრება: 30 - 31 ოქტომბერი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
** რეზიუმე (CV);
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** მართვის მოწმობის ასლი;
თუ დაინტერესებული ხართ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@gipa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|