Робота для біженців з України
კონკურსი მოხალისის მისაღებად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი მოხალისის მისაღებად
მომწოდებელი: მშვიდობის კორპუსი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 673287_pc_8313156.zip
კონკურსი ორგანიზაციებისთვის მშვიდობის კორპუსის მოხალისის მისაღებად

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 ნოემბერი, 2025 წ.

განაცხადების მიღება - ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამა (2-წლიანი მოხალისეები):

მშვიდობის კორპუსი საქართველოში აცხადებს კონკურსს რეგიონული საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიცუპალური ააიპ-ები - ბიბლიოთეკები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები/ცენტრები, და ა.შ.) მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისის მისაღებად.

ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების (IOD) პროექტის ამერიკელი მოხალისეები ორი წლის განმავლობაში მუშაობენ საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარეთ). ისინი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობით აძლიერებენ როგორც ინდივიდუალურ უნარებს, ასევე ორგანიზაციულ შესაძლებლობებს. მოხალისეები ტექნიკურ დახმარებას უწევენ დასაქმების, მეწარმეობის, ციფრული წიგნიერების, მოხალისეობის, ახალგაზრდების გაძლიერების, სამუშაო ინგლისურისა და 21-ე საუკუნის უნარების ტრენინგების მეშვეობით, ამასთანავე, მხარს უჭერენ ორგანიზაციებს დაგეგმვის, პროექტის დიზაინის და მართვის, ორგანიზაციული მენეჯმენტისა და მდგრადობის გაუმჯობესებაში.

მოხალისის მოსაწვევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიცუპალური ააიპ-ები - ბიბლიოთეკები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები/ცენტრები, და ა.შ.) საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან:

** კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდა და სტეფანწმინდის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** შიდა ქართლი
** ქვემო ქართლი
** სამცხე ჯავახეთი
** აჭარა
** გურია
** იმერეთი
** სამეგრელო
** რაჭა-ლეჩხუმი
** სვანეთი

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სოფლების და ქალაქების ორგანიზაციებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლიდან ხუთკილომეტრიან მონაკვეთში მდებარეობენ.

თანდართულია სააპლიკაციო ფორმა და გზამკვლევი ორგანიზაციებისთვის, ინდივიდუალური და ორგანიზაციული პროექტის და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციით.

თუ თქვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია მოხალისესთან თანამშრომლობით 2026-2028 წლების განმავლობაში:

** გაეცანით გზამკვლევს
** სრულად შეავსეთ მოხალისის მოსაწვევი სააპლიკაციო ფორმა
** შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე GE-IOD@peacecorps.gov

თუ განაცხადის შემოტანას გადაწყვეტთ ერთზე მეტ პროგრამაში, გთხოვთ, ცალკე შეავსოთ შესაბამისი პროგრამის სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:

თიკა რევიშვილი
პროგრამის მენეჯერი

ქეთევან ტატიკიანი
პროგრამის სპეციალისტი
GE-IOD@peacecorps.gov
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე