დასახელება:
კონკურსი მოხალისის მისაღებად - მიზნობრივი
|
მომწოდებელი:
მშვიდობის კორპუსი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
თანდართული ფაილი:
673285_peace_1668342.zip
|
დასახელება: კონკურსი მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად
კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, საჯარო, საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის მშვიდობის კორპუსის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად
მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა
"მშვიდობის კორპუსი საქართველოში" აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, საჯარო, საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, სსიპ-ბისთვის, პროფესიული ასოციაციებისთვის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად 10 თვის ვადით სპეციალიზებული/მიზნობრივი პროექტების/პრიორიტეტების ფარგლებში სათანამშრომლოდ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო, საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, სსიპ-ებს, პროფესიულ ასოციაციებს შემდეგი რეგიონებიდან:
** თბილისი
** კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდა და სტეფანწმინდის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** შიდა ქართლი
** ქვემო ქართლი
** სამცხე ჯავახეთი
** აჭარა
** გურია
** იმერეთი
** სამეგრელო
** რაჭა-ლეჩხუმი
** სვანეთი
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ ორგანიზაციებს/საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლიდან ხუთ-კილომეტრიან მონაკვეთში მდებარეობენ.
მიმღები ორგანიზაციების შერჩევის პროცესი 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის აგვისტომდე გაგრძელდება. შერჩეულ მიმღებ ორგანიზაციებს/საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, ითანამშრომლონ ამერიკელ მოხალისესთან 2026 წლის ოქტომბრიდან -2027 წლის ივლისის ჩათვლით, 10 თვის განმავლობაში (ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით). გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ფაილს განაცხადის ფორმითა და გზამკვლევით. დაინტერესებული ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
გზამკვლევში ნახავთ დაწვრილებით ინფორმაციას მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამისა და შერჩევის პროცესის შესახებ.
თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ორგანიზაცია/საგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებულია ამერიკელ მოხალისესთან თანამშრომლობით 10 თვის ვადით:
გაეცანით გზამკვლევს და განაცხადის ფორმებს.
მონაწილეობა მიიღეთ "ღია კარის" ონლაინ შეხვედრაში (ინფორმაცია რეგისტრაციაზე იხილეთ გზამკვლევში).
სრულყოფილად შეავსეთ მოხალისის მოსაწვევი განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე).
შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე GE-ResponseProgram@peacecorps.gov
განაცხადის ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერს, თეო ნეფარიძეს ან პროგრამის სპეციალისტს, ქეთევან ტატიკიანს შემდეგ მისამართზე GE-ResponseProgram@peacecorps.gov
|
|
|
|