დასახელება:
კონკურსი საჯარო სკოლებისთვის მოხალისის მისაღებად
|
მომწოდებელი:
მშვიდობის კორპუსი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
თანდართული ფაილი:
673283_peace_corps_7304668.zip
|
კონკურსი საჯარო სკოლებისთვის მშვიდობის კორპუსის მოხალისის მისაღებად.
ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის პროექტთან "განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან ერთად მომავლისკენ" თანამშრომლობისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ საჯარო სკოლებს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან:
** კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდა და სტეფანწმინდის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** შიდა ქართლი
** ქვემო ქართლი
** სამცხე ჯავახეთი
** აჭარა
** გურია
** იმერეთი
** სამეგრელო
** რაჭა-ლეჩხუმი
** სვანეთი
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სოფლების და ქალაქების სკოლებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლიდან ხუთ-კილომეტრიან მონაკვეთში მდებარეობენ.
დაინტერესების შემთხვევაში სკოლებს ვთხოვთ, გაეცნონ თანდართულ გზამკვლევს, შეავსონ მოხალისის მოთხოვნის ფორმა მასპინძელი ოჯახის განაცხადებთან ერთად და გაგზავნონ მშვიდობის კორპუსში ელექტრონული ფოსტით მისამართზე GE-education@peacecorps.gov
მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 2025 წლის 3 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ნინო ფიროსმანიშვილი
განათლება და ზრდა მომავლისთვის პროგრამის სპეციალისტი
+995 595 02 79 79
npirosmanishvili@peacecorps.gov
თათია რთველაძე
განათლება და ზრდა მომავლისთვის პროგრამის სპეციალისტი
+995 595 10 12 86
trtveladze@peacecorps.gov
|
|
|
|