Робота для біженців з України
პროდუქტის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Silk Cloud
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"Silk Cloud" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

გუნდი/დეპარტამენტი: ციფრული სერვისების გუნდი / ტექნიკური ოპერაციები
ანგარიშვალდებულება: ტექნიკური ოპერაციების ხელმძღვანელი — გიორგი კვესელავა

შესახებ "Silk Cloud"-ის შესახებ:

"Silk Cloud" უზრუნველყოფს ინოვაციური ღრუბლოვანი, კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა გადაწყვეტილებებს, რათა გააძლიეროს საწარმოები და მცირე/საშუალო ბიზნესები. ჩვენი კულტურა სწრაფი, მომხმარებელზე ორიენტირებული და ტექნოლოგიურად განვითარებულია — დაფუძნებული თანამშრომლობაზე, უწყვეტ სწავლებაზე და მაღალი შედეგების მიღწევაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Google Workspace / Microsoft 365 პროდუქტების ტექნიკური და ადმინისტრაციული მართვა
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
** ტექნიკური მხარდაჭერის ზოგადი პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა
** Google Workspace / Microsoft 365-ის უწყვეტი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** Google Workspace / Microsoft 365 სისტემების ინტეგრაცია და მხარდაჭერა, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული სხვა ტექნიკური ან პროგრამული სამუშაოების შესრულება
** კორპორატიულ კლიენტებთან დისტანციური კომუნიკაცია (და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტი) ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად
** Google Workspace / Microsoft 365 პროდუქტთან დაკავშირებული სიახლეების ცოდნა და გაზიარება B2B გუნდთან
** სხვადასხვა ციფრული სერვისებისა და პროდუქტების გაცნობა და ტექნიკური შესწავლა
** გადახდის პროცესის ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება — უმაღლესი / ბაკალავრის ხარისხი
** სამუშაო პროგრამები: Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook
** გამოცდილება Microsoft Partner Centre-თან და Google Partner Hub-თან
** ენები: ქართული და ინგლისური
** აუცილებელი რეგულაციური დოკუმენტაცია: კომპანიის შიდა რეგულაციები; ტექნიკური განვითარების და დაგეგმვის დეპარტამენტის შიდა პროცესები

კომპეტენციები (ბიზნეს თვისებები):

** გუნდური მუშაობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** სამუშაო მიზნების მიღწევაზე ფოკუსირება
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარები
** ანალიტიკური აზროვნება

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** განვითარების შესაძლებლობები ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში
** ჩართული და მხარდამჭერი გუნდის კულტურა

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: ოფისში, თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: Ketevan.Chkhikvishvili@silkcloud.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე