Робота для біженців з України
ტექნიკური დეპარტამენტის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Pullman Tbilisi Axis Towers
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
"Pullman Tbilisi Axis Towers Accor"-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ2-ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - ის გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

ჩვენ ვეძებთ ტექნიკური დეპარტამენტის სუპერვაიზერს რომლის პასუხისმგებლობები და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს:

** სასტუმროში არსებული ტექნიკური სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მენეჯერის მიერ შემუშავებული პრევენციული მომსახურების გეგმის განხორციელება;
** ტექნიკურ სისტემებსა და მოწყობილობებზე ყოველდღიურ რეჟიმში დაკვირვება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, რეგულარული შემოწმება, გაუმართაობის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** სასტუმროს მომსახურების ოპტიმალური ხარისხის უზრუნველყოფა;
** გარე მომწოდებელი კომპანიების ჩართულობაზე კონსულტაციის გაწევა და მათი მოწოდებული სერვისის ხარისხის კონტროლი;
** შეიმუშაოს და დანერგოს, ეფექტური სამოქმედო გეგმები და უზრუნველყოს მათი განხორციელება, მათ შორის სავალდებულო გეგმური შემოწმებების და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ნაწილში;
** ენერგომოხმარების ოპტიმიზაცია - მონიტორინგი გაუწიოს ენერგიის წყაროების მოხმარების ოპტიმიზაციას და მიიღოს ზომები, ხარჯების შემცირებისთვის;
** ტექნიკური ინვენტარის მარაგების მართვა დადგენილ ბიუჯეტში;
** ტექნიკოსთა გუნდის კოორდინაცია და ზედამხედველობა.

მოთხოვნები:

** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე, (უპირატესობა მიენიჭება პრემიუმ, საერთაშორისო ქსელის სასტუმროში გამოცდილებას);
** ელექტრობის (დაბალი და მაღალი ძაბვა), გათბობა/გაგრილების სისტემების, კონდიცირების სისტემების და სანტექნიკის ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციური უნარი (წერილობითი და ზეპირი);
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: careers@pullmantbilisi.com

CV-ის გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, CV-ის გამოგზავნიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია, დამსაქმებელმა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე