დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია სენდო
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
ჩვენს შესახებ:
ჩვენ ვართ ლოჯისტიკური/საერთაშორისო გადაზიდვის კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო გადაზიდვებში საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით. კომპანიის მისიას წარმოადგენს - მიაწოდოს კლიენტებს საიმედო მომსახურება განსაკუთრებული საფასო სეგმენტის და სწორი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზებით.
პოზიცია - გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ინდუსტრია: ლოჯისტიკა / საერთაშორისო გადაზიდვები
სამუშაო გამოცდილება - სასურველია საერთაშორისო
გადაზიდვების გაყიდვების მიმართულებით
პოზიციის შესახებ: გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ლოგისტიკური მომსახურების გაყიდვების დაგეგმვასა და წარმართვაზე, კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და დაგეგმილი გაყიდვების შესრულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განხილვა და შემუშავება.
** არსებული პორტფელის მართვა და კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება.
** ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების შესრულება.
** შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკება კლიენტებთან.
** ოპერაციების გუნდთან კოორდინაცია გადაზიდვების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად.
** გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტინგის წარმოება.
კვალიფიკაცია და უნარები:
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვის/ლოჯისტიკური გაყიდვების მიმართულებით.
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები.
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
** ინკოტერმსის, საბაჟო რეგულაციებისა და გლობალური გადაზიდვის პროცედურების ცოდნა.
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საბაზისო ხელფასს (1500-2000 ლარი) + ბონუსს გაყიდვებიდან.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - career@sendo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების სუპერვაიზერი.
რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს სენდოს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] თვის ვადით.
აქვე გაცნობებთ რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
|
|
|
|