Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666654&print=yes&view=jobs
 
ტენდერი - გრაფიკული დიზაინისა და ბეჭდვითი მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - გრაფიკული დიზაინისა და ბეჭდვითი მომსახურება
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში იწვევს დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ადაპტირებული სატრენინგო მოდულის "The Next Economy" ვიზუალური შინაარსის ილუსტრაციების შექმნისა და პოლიგრაფიული ბეჭდვის მომსახურების შესასყიდად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში ხორციელდება პროექტი - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა", ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფლის" მიერ. პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ. თბილისში "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში გამოყენებული ადაპტირებული, შშმ პირთა საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული დასაქმების ხელშემწყობი სატრენინგო პროგრამისასთვის "Next Economy" (შემდგომში "სატრენინგო პროგრამა") ინკლუზიური სწავლების მიდგომისთვის დამხმარე რესურსების მომზადება და ბეჭდვა.

სატრენინგო პროგრამის სამიზნე ჯგუფი:

ქ. თბილისში პროექტში ჩართული 15-დან 35 წლამდე ასაკის ფიზიკური (ეტლით მოსარგებლე პირი) სენსორული (სმენის და მხედველობის დეფიციტის მქონე პირი) დამსუბუქი ინტელექტუალური ან განვითარების (მაღალფუნქციური აუტისტური სპექტრი, დაუნის სინდრომი, მსუბუქი კოგნიტური განვითარების დარღვევები) დარღვევების მქონეპირები (შემდეგში "პროექტის სამიზნე ჯგუფი").

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** სატრენინგო პროგრამის შინაარსის შესაბამისი ვიზუალური (მარტივი) ილუსტრაციების შექმნა - რაოდენობა: 28 ცალი.
ტექნიკური აღწერა: ფერადი, ელექტრონული ფორმატი.
** სატრენინგო პროგრამის შინაარსის შესაბამისი ილუსტრაციების პოლიგრაფიული ბეჭდვისთვის შესაბამისი ფორმატში მომზადება ბარათების სახით და მათი პოლიგრაფიული ბეჭდვა - 250 ცალი (50 ცალიანი ხუთი შეკვრა);
ტექნიკური აღწერა: ზომა A4 ზომა, ფერადი ბეჭდვა, ფურცელი 250 გრამიანი ოფსეტი.

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:

შერჩეულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა დაკისრებული ვალდებულებები შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვლისა და წინასწარ შეთანხმებული კამპანიის შესაბამისად შეასრულოს დაგეგმილი ღონისძიებები 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

ტენდერში მონაწილეობის სავალდებულო მოთხოვნა:

** ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს გამოცდილება ვიზუალური მასალების (გრაფიკული დიზაინის, ილურტრაციებისა და ტექსტური ბარათების) წარმოების გამოცდილება.
** ფიზიკური პირს ან იურიდიულ პირს, ვინც შეძლებს შექმნას პროფესიონალთა ჯგუფი ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესაბამისი აკადემიური განათლებითა და გამოცდილებით;

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

** წამყვანი ექსპერტის ან/და სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმე (CV) და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** წარსულში შექმნილი ვიზუალური მასალების არსებობის შემთხვევაში, მისი წარმოდგენა ელექტრონული ვერსიით.
** 2 სარეკომენდაციო წერილი;
** ფასის განაცხადი და ვადები შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად.

იურიდიული პირის შემთხვევაში:

** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** წამყვანი ექსპერტის და მისი ჯგუფის წევრების რეზიუმე (CV) და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
** ფასის განაცხადი და ვადები შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად.

ფასის განცხადი

** იურიდიული პირის შემთხვევაში: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.
** ფიზიკური პირების შემთვევაში: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით ჰონორარის საფასური ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
** შემოთავაზებული მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხი - 45%
** შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 45%

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 სექტემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "გრაფიკული დიზაინისა და ბეჭდვითი მომსახურება - "Next Economy". კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელფოსტაზე: nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 599 728 925.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია