Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663944&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ცხელი წყლის ბოილერის შეძენის თაობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ცხელი წყლის ბოილერის შეძენის თაობაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ცხელი წყლის ბოილერის შეძენის თაობაზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი"იწვევს გათბობა-გაგრილების სისტემების შემომტან კომპანიებს ცხელი წყლის ბოილერების შეძენის მიზნით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესასყიდი პროდუქციის ჩამინათვალი:

** 7 ცალი 200 ლიტრიანი ცხელი წყლის ბოილერი (ერთ კონტურიანი)

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
2. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით).
3. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
4. ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება/ ან შედარების აქტი.
5. ხარჯთაღრიცხვა - ბრენდის დასახელება და მახასიათებლების მითითებით
6. საგარანტიო პირობები

მომსახურების გაწევის ვადები: 2025 წლის სექტემბერი
ადგილი: თბილისი, ავთო ვარაზის 40

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ბოილერი ", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 სექტემბერი 12:00სთ

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ, ავთო ვარაზის ქ.N40

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Irina.bekuridze@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია