დასახელება:
ექიმი ნარკოლოგი, საპროცედუროს ექთანი
|
მომწოდებელი:
ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
თანდართული ფაილი:
663252_vacancy_1732630.zip
|
შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" აცხადებს კონკურსს თბილისში (16 ადგილი), ბათუმში (3 ადგილი), ზუგდიდში (2 ადგილი), ფოთში (4 ადგილი), ქუთაისში (2 ადგილი), ზესტაფონში (2 ადგილი), საჩხერეში (2 ადგილი), გორსა (3 ადგილი), და ბორჯომში (2 ადგილი) სახელმწიფო ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებებში შემდეგ პოზიციებზე:
ექიმი ნარკოლოგი
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2000 ლარამდე.
საპროცედუროს ექთანი
შრომის ანაზღაურება: 1000 ლარიდან 1400 ლარამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექიმებისთვის:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი ნარკოლოგიაში;
** ნარკოლოგად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** 2025 წლის პირველ აპრილამდე დაგროვებული მინიმუმ 20 უსგ ქულა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექთნებისთვის:
** პროფესიული სამედიცინო განათლება;
** ექთნად/მედდად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება.
საბუთების მიღება იწარმოებს 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, მისამართზე - თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი #2 ან ელექტრონულ ფოსტაზე hr@mhpa.ge
საკონტაქტო პირი - ხათუნა ბაბუნაშვილი
ტელ.: 599896532.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. სხვა კრიტერიუმებთან ერთად (კეთილსინდისიერება, სტაჟი, კვალიფიკაცია) მხედველობაში მიღებული იქნება და განიხილება თანაბარ პირობებში უპირატესობად, 2025 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებებში მუშაობა.
შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
** განცხადება ნიმუშის მიხედვით;
** CV - ნიმუშის მიხედვით;
** ცნობა მუშაობის დადასტურების თაობაზე;
** ორი რეკომენდატორი (მათი საკონტაქტო ინფორმაციით);
** ექიმებისთვის - სახელმწიფო სერტიფიკატი ნარკოლოგიაში და გავლილი უსგ ქულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
** ექთნებისთვის - ექთნის (მედდის) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
|
|
|
|