Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661082&print=yes&view=jobs
 
თბილისის სტანდარტ პროექტის დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თბილისის სტანდარტ პროექტის დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: თბილისის სტანდარტ პროექტის დირექტორის ასისტენტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** თბილისის სტანდარტ პროექტის საქმეთა წარმოება;
** მიღებული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა და ადრესატისთვის მიწოდება;
** სატენდერო პროცედურების დაგეგმვა;
** შეხვედრების/ტრენინგების ორგანიზება;
** პროექტის შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება (წერილები, ოქმები, ბრძანებები და სხვ);
** სახელფასო პროგრამაში მონაცემების შეტანა;
** თანამშრომელთა საკადრო დოკუმენტაციის წარმოება;
** ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარებების მომზადება და შესაბამისობაში მოყვანა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანად ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირება;
** პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: ორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია