Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659317&print=yes&view=jobs
 
ბრენდ შეფი/ამბასადორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ შეფი/ამბასადორი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა."

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგი" Unilever Food Solution & flora-ის ბრენდებისთვის აცხადებას ვაკანსიას Brand Chef (Ambassador)-ის პოზიციაზე

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის მოთხოვნასა და კვალიფიკაციაზე)

ძირითადი მოვალეობები:

** ჰორეკა სექტორისათვის პროდუქციის შეთავაზება/პრეზენტაცია;
** ჰორეკა სექტორში ახალი ობიექტების მოძიება;
** ახალი რეცეპტების შექმნა და არსებული რეცეპტების გაუმჯობესება;
** შეთავაზებული პროდუქციით კერძების მომზადება;
** კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მარკეტინგული აქტივობების შემუშავება/განხორციელება (როგორიცაა სხვადასხვა აქტივობები, PR კამპანიები და ა.შ)
** პროდუქციის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** კულინარიული სტანდარტების ჩამოყალიბება/გაუმჯობესება;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება;
** ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებები, საჭიროების შემთხვევაში.

მოთხოვნები:

** განათლება: ტურიზმის, კულინარიის ან კვების ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ 6-7 წლიანი გამოცდილება (სასურველია 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მუშაობის გამოცდილება);
** სუ შეფის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ცოდნა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** საზღვარგარეთ მივლინებებისათვის მზაობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** გადაადგილების ხარჯის ანაზღაურება
** ტრენინგები
** ულიმიტო სასაუბრო დრო

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV: vacancy@sharmtrading.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "Brand Chef (Ambassador)".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია