დასახელება:
პროფესორის/ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობები
|
მომწოდებელი:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე, შემდეგი მიმართულებებით:
1. პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
მიმართულება: ეკონომიკა
2. ასისტენტი (1 ვაკანტური ადგილი)
მიმართულება: ფსიქოლოგია
პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
კონკურსის ჩატარების ვადები:
** საბუთების მიღება - 2025 წლის 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით
** კანდიდატებთან გასაუბრება - 17 - 18 სექტემბერი
კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@gipa.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|