დასახელება:
დისტ. ფრანგულ და ინგლისურენოვანი მხარდაჭერის წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
Evolvexe
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური ფრანგულ და ინგლისურენოვან მხარდაჭერის წარმომადგენლის პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.
მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ზოგად ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მრჩეველი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. მრჩეველი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით ფრანგულს და ინგლისურს უმაღლეს დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს.
** ანაზღაურებად შვებულებას.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 2500 ლარი გროს ხელფასს თვეში (სრული განაკვეთი) + პერფორმანს ბონუსი
პასუხისმგებლობები:
** მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.
მოთხოვნები:
** ფრანგული და ინგლისური ენების მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/oxTNx0Ve
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|