დასახელება:
პროგრამის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ოჯახის გაძლიერების პროექტისა და ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: ოჯახის გაძლიერების პროექტისა და ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ასისტენტი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა - სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1 ვაკანტური ადგილი
საქმიანობის ძირითადი მიზანი: ოჯახის გაძლიერების პროექტის კოორდინატორისა და ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის გუნდის მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ვიზიტორების დახვედრა და შესაბამის სპეციალისტთან დაკავშირება;
** შეხვედრების ორგანიზება, დასწრება და შესაბამისი ოქმების მომზადება;
** დოკუმენტების მათ შორის ხელშეკრულებების მომზადება და განახლება;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა;
** პროექტის საქმიანობისთვის საჭირო შესყიდვების უზრუნველყოფა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან სატელეფონო და წერილობითი საუბრების წარმართვა;
** პროექტის მოსარგებლეთათვის განკუთვნილი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სახელმწიფო უწყებიდან რეფერირებული პროექტის მოსარგებლეთა შესახებ, ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ბაზაში და მათი დაკავშირება პროექტის მომსახურებებთან;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო კლასების ორგანიზება და მონიტორინგი
** ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მონაცემთა ბაზების (შიდა ორგანიზაციული და სახელმწიფო) წარმოება ;
** ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარ მშობლებთან კომუნიკაცია, დოკუმენტების დროულ მოწოდებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით;
** ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო უწყებაში წარდგენა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილება;
** შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|