დასახელება:
ფონდების მოზიდვის საველე სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" "Impact Fund 4 Children" პროექტის ფარგლებში, აცხადებს ფონდების მოზიდვის საველე სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანტური ადგილი: 4
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი)
მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი 12:00-19:00 შუალედში
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციური შემომწირველების მოძიება;
** შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;
** ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
ჩვენ ვეძებთ:
** კომუნიკაბელურ, ღია ადამიანს, რომელსაც სიამოვნებს კომუნიკაცია და ახალ ადამიანებთან შეხვედრა;
** აქვს კარიერული განვითარების სურვილი, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება;
** ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არის მოქნილი და დამოუკიდებელი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|