Робота для біженців з України
ტენდერი მანიკურისა და პედიკურის ინვენტარის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი მანიკურისა და პედიკურის ინვენტარის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
ღია

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, ღია ტენდერი მანიკურისა და პედიკურის პროფესიული ინვენტარის შეძენის მიზნით იწვევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ.თბილისში პროექტში "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართლი 4 ახალგაზრდის მანიკურისა და პედიკურის პროფესიული ინვენტარით უზრუნველყოფა.
!!! შესაძენი მანიკურისა და პედიკურის პროფესიული ინვენტარის ჩამონათვალი იხილეთ განაცხადის დანართში. შესაძლებელია მოხდეს აღნიშნული ინვენტარის რაოდენობებისა და ტიპის გადასინჯვა ან რაოდენობაში შემცირება დამკვეთის მხრიდან.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

** ტენდერში მონაწილე იურიდიული თუ ფიზიკური პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** შემოთავაზებული პროდუქციის მოწოდების პერიოდი;
** ფასის განაცხადი (ერთეული და ჯამში) ეროვნულ ვალუტაში მოცემული პროდუქციის მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი - 45%
შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 45%

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "მანიკურისა და პედიკურის პროფესიული ინვენტარი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს ნინო ნუცუბიძეს nino.nutsubidze@sos-kd.ge ან დაუკავშირდით ნომერზე 599 72 89 25;

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 18 ივლისი, 18:00 საათი.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე