დასახელება:
ტენდერი - სოციალურ ქსელში ციფრული მარკეტინგის მომსახურება
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში იწვევს დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სოციალურ ქსელში ციფრული მარკეტინგის მომსახურების შესასყიდისათვის ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში ხორციელდება პროექტი - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა", ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფლის" მიერ. პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
მომსახურების მიზანი:
პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 11 ახალგაზრდისთვის სოციალურ ქსელში ციფრული მარკეტინგის მომსახურება 2025 წლის ივლისი-ოქტომბრის პერიოდში.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
ციფრული მარკეტინგის მომსახურება:
1. მზა სარეკლამო კონტენტის Facebook, Instagram და/ან TikTok პლატფორმებზე 11 მცირე მეწარმისთვის 33 (თითოეულისთვის სამი) სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა: კალენდარი, ბიუჯეტი, აუდიტორია, სასურველი შედეგი;
2. 11 მცირე მეწარმისთვის 33 (თითოეულისთვის სამი) რეკლამის გაშვება Facebook, Instagram TikTok პლათფორმებზე;
3. 11 მცირე მეწარმისთვის 33 (თითოეულისთვის სამი) სარეკლამო კამპანიის მონიტორინგი და შედეგების მოკლე ანგარიში.
სატენდერო განაცხადში მონაწილე პირების შერჩევის კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის სავალდებულო მოთხოვნა:
** ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს გამოცდილება ციფრული მარკეტინგის სფეროში;
** ფიზიკური პირს ან იურიდიულ პირს, ვინც შეძლებს შექმნას პროფესიონალთა ჯგუფი ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესაბამისი აკადემიური განათლებითა და გამოცდილებით.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
** წამყვანი ექსპერტის ან/და სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმე (CV) და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** წამყვანი ექსპერტის ან/და სამუშაო ჯგუფის წევრების პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** 2 სარეკომენდაციო წერილი;
** ფასის განაცხადი და ვადები შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად. ფასის
განაცხადში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ 33 კამპანიის მომსახურების საფასური (ერთეულის ფასი და ჯამი).
იურიდიული პირის შემთხვევაში:
** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** წამყვანი ექსპერტის და მისი ჯგუფის წევრების რეზიუმე (CV) და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
** ფასის განაცხადი და ვადები შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად. ფასის განაცხადში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ 33 კამპანიის მომსახურების საფასური (ერთეულის ფასი და ჯამი).
ფასის განაცხადი:
** იურიდიული პირის შემთხვევაში: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.
** ფიზიკური პირების შემთვევაში: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით ჰონორარის საფასური ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.
წინადადებები შეფასდება შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით:
** მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
** შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი - 45%
** შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 45%
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 17 ივლისი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "სოციალურ ქსელში ციფრული მარკეტინგის მომსახურება". კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე: nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 599 728 925.
|
|
|
|